ალექსანდრე ამისულაშვილი
ალექსანდრე (ალეკო) ამისულაშვილი (დ. 20 აგვისტო, 1982) — ქართველი ფეხბურთელი.
ალექსანდრე ამისულაშვილი „კრილია სოვეტოვში“ 2013 | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე ამისულაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1982 | ||
დაბადების ადგილი | თელავი, საქართველო | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
კახეთი თელავი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–1999 | კახეთი თელავი | 25 | (3) |
1999–2000 | ტორპედო ქუთაისი | 7 | (0) |
2000–2001 | იბერია სამტრედია | 11 | (0) |
2001–2003 | დინამო თბილისი | 85 | (11) |
2004–2005 | დინამო კიევი 2 | 17 | (1) |
2005 | → დნიპრო (იჯარით) | 0 | (0) |
2005 | დინამო თბილისი | 15 | (0) |
2006 | → ტავრია (იჯარით) | 10 | (0) |
2006 | → შინნიკი (იჯარით) | 18 | (1) |
2007–2010 | სპარტაკი ნალჩიკი | 98 | (10) |
2010–2011 | ქაისერისფორი | 22 | (1) |
2011–2012 | კრასნოდარი | 54 | (1) |
2013–2014 | კრილია სოვეტოვი | 38 | (1) |
2014–2015 | ინტერი ბაქო | 23 | (2) |
2015–2016 | ქარშიაქა | 14 | (2) |
2016 | დინამო თბილისი | 20 | (2) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2000 | საქართველო 19 წლ. | 2 | (0) |
2001–2002 | საქართველო 21 წლ. | 4 | (1) |
2003–2016 | საქართველო | 50 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 ივლისი, 2016 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 ივლისი, 2016 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა თელავის „კახეთში“ დაიწყო. შემდეგ ქართულ რეკორდმაისტერში, თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. ამ გუნდთან ერთად 2003 წელს მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და თასი. 2004 წელს კარიერის გასაგრძელებლად უკრაინული ფეხბურთის ლიდერ კიევის „დინამოში გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს, რომელიც „დინამო II“-ში გამოდიოდა, იშვიათად ეძლეოდა თამაშის საშუალება და ფორმაში შესასვლელად იძულებული გახდა სხვა კლუბში გადასულიყო. 2005 წლის ზაფხულში ამისულაშვილი უკრაინელებმა ექვსი თვით თბილისის დინამოში გაანათხოვრეს. ექვსი თვის შემდეგ ამისულაშვილი სიმფეროპოლის „ტავრიაში“ გადავიდა. ექვსი თვის „კიევის დინამომ“ ამისულაშვილი ახალ კლუბში, რუსული პრემიერლიგის იაროსლავის „შინიკში“ გაანათხოვრა. ამისულაშვილმა აქაც ნახევარი წელი გაატარა
2007 წლიდან ამისულაშვილი „ნალჩიკის“ ფეხბურთელი გახდა. ამისულაშვილმა კლუბში სამი წელი გაატარა, კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და დიდი სიყვარულით სარგებლობდა გულშემატკივრებში, მათ შორის იყო ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტი. ამისულაშვილი მალე სკანდალშიც გაეხვა: ვლადივოსტოკის „ლუჩ-ენერგიასთან“ მატჩის შემდეგ ის ვლადივოსტოკის პოლიციამ დააკავა. მიზეზი 25 წლის გოგოს გაუპატიურება იყო, მაგრამ საბოლოოდ ამისულაშვილი გაამართლეს. 2009 წელს რუსულმა გამოცემა „სოვეტი სპორტმა“ განვლილი სეზონის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა. ამისულაშვილი ნალჩიკში 2010 წლამდე დარჩა, ხოლო შემდეგ თურქეთში გადავიდა და ერთი სეზონი გაატარა ქაისერისფორის შემადგენლობაში. ამ პერიოდში კლუბის მწვრთნელი ქართველი შოთა არველაძე იყო. 2011 წლიდან ამისულაშვილი დაბრუნდა რუსეთის პრემიერ-ლიგაში და კრასნოდარის „კრასნოდარის“ კაპიტანი გახდა. 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა „კრილია სოვეტოვს“. სამარის კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს ბაქოს „ინტერთან“.[1] აზერბაიჯანულ კლუბში ამისულაშვილმა ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და არაერთხელ მოხვდა ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.[2][3] ინტერთან ერთად გახდა აზერბაიჯანის ვერცხლის პრიზიორი. 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ხელი მოაწერა 1+1 ტიპის კონტრაქტს თურქეთის პირველი ლიგის კლუბ იზმირის „ქარშიაქასთან“.[4] თურქულ კლუბში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ „დინამო თბილისს“ დაუბრუნდა.[5][6]
სანაკრებო
რედაქტირებაამისულაშვილი 19 წლის იყო,როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გამოიძახა, რამდენიმე მატჩიც ჩაატარა, მაგრამ შემდეგ ნაკრებში ის აღარ გამოუძახიათ. 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერმა ის ათამაშა ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგთან. ამ მატჩში ნაკრების წარუმატებლობა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მასაც დაბრალდა და შემდგომ მატჩებში აღარ გამოიძახეს. 2010 წლიდან, ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ ამისულაშვილი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი მოთამაშე იყო 2013 წლამდე, სანამ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად კახაბერ ცხადაძის დანიშნვის შემდეგ, ახალმა მწვრთნელმა ალექსანდრე ამისულაშვილი ნაკრებში დააბრუნა.
ტიტულები
რედაქტირება- დინამო თბილისი:
- საქართველოს ჩემპიონი (2): 2002/2003, 2015/2016
- საქართველოს თასის გამარჯვებული (2): 2002/2003, 2015/2016
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2005/2006
- ინტერი ბაქო:
- აზერბაიჯანის პრემიერლიგა, მეორე ადგილი (1): 2014/2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ A. Амисулашвили: «Рад переходу в команду». ბაქოს ინტერის ოფიციალური საიტი (2014-06-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-25. ციტირების თარიღი: 2016-01-13.
- ↑ კლასი და ცივსისხლიანობა - ალეკო ამისულაშვილი აზერბაიჯანში ისევ აღიარეს, საინფორმაციო სააგენტო „http://www.sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 12 დეკემბერი, 2014.
- ↑ ალეკო ამისულაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის I ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, საინფორმაციო სააგენტო „http://www.sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 23 დეკემბერი, 2014.
- ↑ ალეკო ამისულაშვილი კარიერას თურქულ "ქარშიაკაში" გააგრძელებს, საინფორმაციო სააგენტო „http://www.sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 4 ივლისი, 2015.
- ↑ ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დინამოში ითამაშებენ, თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 11 იანვარი, 2016.
- ↑ თბილისის "დინამომ" ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დაიმატა, საინფორმაციო სააგენტო „http://www.sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 11 იანვარი, 2016.