ალექსანდრა დადარიო

ალექსანდრა ანა დადარიო (ინგლ. Alexandra Daddario)[1] (დ. 16 მარტი, 1986)[2]) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ის ცნობილია ანაბეთ ჩეისის როლის შესრულებისთვის „პერსი ჯექსონის“ ფილმების სერიასა და ბლეიკ გეინის როლის განსახიერებისთვის „სან-ანდრეასში“. გარდა ამისა, მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში „ტეხასური ხოცვა ბენზოღერხით“ და „თავისუფალი კვირა“. მიწვეული იყო სერიალებში „თეთრი საყელო“, „ფილადელფიაში მუდამ მზეა“, „ნამდვილი დეტექტივი“ და „ამერიკული საშინელებათა ისტორია“. აგრეთვე ცნობილია როლისთვის „მაშველებში“ (2017), სადაც სამერ კუინის როლი შეასრულა. 

ალექსანდრა დადარიო

დადარიო 2017 წელს
დაბადების თარიღი 16 მარტი, 1986 (1986-03-16) (38 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ალმა-მატერი მანჰეტენის მერიმაუნტ კოლეჯი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2005–დღემდე
ნათესავები

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

დადარიო დაიბადა ნიუ-იორკში და კრისტინა და რიჩარდ დადარიოების უფროსი შვილი იყო. დედა იყო იურისტი, ხოლო მამა - პროკურორი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, ანტიტერორისტული რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკლ ბლუმბერგის მერობის დროს.[3] ჰყავს ძმა მეთიუ დადარიო, რომელიც ასევე მსახიობია[4][5] და და - კეთრინი.[6] მისი ბაბუა მამის მხრიდან იყო ემილიო კ. დადარიო, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა წევრი დემოკრატების მხრიდან, კონექტიკუტის შტატისთვის, 1959-1971 წლებში.[7] ალექსანდა დადარიოს აქვს იტალიური, ჩეხოსლოვაკური, ინგლისური და ირლანდიური ფესვები.[8]

დადარიო გაიზარდა მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთ ნაწილში. სწავლობდა ბრერლის სკოლაში და იყო ბავშვთა პროფესიული სკოლის მოსწავლე.[9] მსახიობობა 11 წლის ასაკში გადაწყვიტა.[10] დაამთავრა მანჰეტენის მერიმაუნტ კოლეჯი.[11] წლების განმავლობაში სწავლობდა მეისნერის სამსახიობო ტექნიკას.[12]

დადარიოს სატელევიზიო დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა, როდესაც მან ითამაშა დაზარალებული თინეიჯერი, ლაურა ლუისი, საპნის ოპერაში „ყველა ჩემი შვილი“. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი ანაბეთ ჩეისი იყო, რომელიც 2010 ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ფილმში „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები: მეხის ქურდი“ წარმოადგინა.[13] მან აგრეთვე შეასრულა კეიტ მოროს, ნილ კაფრის საყვარლის როლი სერიალში „თეთრი საყელო“.[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Alexandra Daddario [AADaddario]. (April 3, 2010) Alexandra Daddario tweet.
  2. Alexandra Daddario. ციტირების თარიღი: May 16, 2017.
  3. Rao, Priya. (April 10, 2014) The Case of the Missing Bikini. ციტირების თარიღი: March 3, 2015.
  4. Sneider, Jeff. (August 16, 2011) Matthew Daddario joins Doremus pic. ციტირების თარიღი: May 15, 2014.
  5. FYI: Apparently Alexandra Daddario and Her Siblings Got First Pick at the Gene Pool Draft. ციტირების თარიღი: February 11, 2016.
  6. How to Date Me (December 1, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 21, 2015. ციტირების თარიღი: March 3, 2015.
  7. Emilio Daddario, Connecticut Congressman, Dies at 91 (July 7, 2010). ციტირების თარიღი: March 3, 2015.
  8. Woman Of The Week: Alexandra Daddario. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 21, 2016. ციტირების თარიღი: February 11, 2016.
  9. Berrie, Nicole. (8 February 2010) The Radar: Alexandra Daddario. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2010. ციტირების თარიღი: March 3, 2015.
  10. Turner, Matthew. (2010) Alexandra Daddario Interview. ციტირების თარიღი: October 11, 2012.
  11. Stern, Marlow. (September 5, 2014) Alexandra Daddario on 'True Detective's' Misogyny Claims and Her Hollywood Ascent. ციტირების თარიღი: March 3, 2015.
  12. Wallace, Chris. (June 2014) Alexandra Daddario. ციტირების თარიღი: March 3, 2015.
  13. Up And Comer Alexandra Daddario Joining Percy Jackson (March 19, 2009).
  14. Masters, Megan. (September 21, 2011) Parenthood Exclusive: White Collar Alum Alexandra Daddario Joins the Family Biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2015. ციტირების თარიღი: March 3, 2015.