ალექსანდრა გერასიმენია

ალექსანდრა გერასიმენია (ბელარ. Аляксандра Віктараўна Герасіменя რუს. Алекса́ндра Ви́кторовна Герасиме́ня; ლაცინკა: Aliaksandra Viktaraŭna Hierasimienia / Aleksandra Gerasimenya; დ. 31 დეკემბერი, 1985) — ბელარუსი ვეტერანი მოცურავე.[1] დაიბადა 1985 წლის 31 დეკემბერს, ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ მინსკში. ოლიმპიადის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2012) 50 და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურაობაში. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალის პრიზიორი 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურაობაში. მსოფლიო ჩემპიონი (2011 წელს) 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურაობაში, მსოფლიო ჩემპიონი (25 მეტრი). ევროპის ჩემპიონი (2010 წელს) 50 მეტრზე ზურგზე ცურვაში და სამგზის უნივერსიადის ჩემპიონი 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში (ბელგრადი 2009, შენჟენი 2011 და ყაზანი 2013).

ალექსანდრა გერასიმენია
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Аляксандра Віктараўна Герасіменя
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1985(1985-12-31) (38 წლის)
დაბ. ადგილი მინსკი
სიმაღლე 176 სმ
წონა 55 კგ
ქვეყანა ბელარუსი
ჯილდოები Medal of the Order of the Pahonia

საცურაო კარიერა

რედაქტირება
 
გერასიმენია 2015 წელს, ყაზანში

კარიერის განმავლობაში გამოდიოდა ბელარუსი სახელით. 2003 წელს დაისაჯა და მიიღო ორწლიანი დისკვალიფიკაცია აკრძალული ნივთიერება ნორანდროსტერონის მიღების გამო,[2] გერასიმენიამ დაბრუნების შემდეგ მოიგო ოქროს მედალი, როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონატზე.

2011 წელს მოიპოვა ოქროს მედალი ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე, 100მ თავისუფალ სტილში.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გერასიმენიამ მოიპოვა ვერცხლის მედლები 50 და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურაობაში.

კარიერის მანძილზე გერასიმენია ასპარეზობდა ცურვის ორ სახეობაში, თავისუფალი სტილით ცურვასა და ზურგით ცურვაში. მისი მწვრთნელები იყვნენ ელენა კლიმოვა და ოლგა იასკევიჩი.

პოლიტიკური აქტივობა

რედაქტირება

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული 2020 წლის ბელარუსის საპროტესტო გამოსვლების დროს იყო ოპოზციის მიერ მართული ბელარუსის საკონოორდინაციო საბჭოს შექმნილი ორგანიზაციის, ეროვნული ანტი-კრიზისული მენეჯმენტის წევრი და პასუხისმგებელი პირი სპორტსა და ახალგაზრდულ საკითხებში.

  1. Aliaksandra Herasimenia. FINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 12 August 2016
  2. Gerasimenya's Ban Reduced to Two Years. Swimming World Magazine. ციტირების თარიღი: 2012-02-17[მუდმივი მკვდარი ბმული]