ალექსანდერ აბუში
ალექსანდერ აბუში (გერმ. Alexander Abusch; დ. 14 თებერვალი, 1902, კრაკოვი — გ. 27 იანვარი, 1982, აღმოსავლეთ გერმანია) — გერმანელი პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, 1918 წლიდან გერმანიის კომუნისტური პარტიის, 1946 წლიდან გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის წევრი. 1961 წლიდან გდრ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე. მშვიდობის მომხრეთა მსოფლიო კონგრესის მუდმივი სომიტეტის წევრი, ეროვნული პრემიის ლაურეატი (1955).
ალექსანდერ აბუში | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი 1902[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | კრაკოვი[5] |
გარდაცვალების თარიღი | 27 იანვარი 1982[1] [2] [3] [4] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | აღმოსავლეთი ბერლინი[1] |
დასაფლავებულია | The Socialists' Memorial |
საქმიანობა | ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და წინააღმდეგობის მებრძოლი |
ენა | გერმანული ენა[2] |
მოქალაქეობა |
![]() |
ჯილდოები | Order of Karl Marx, გდრ-ის ეროვნული პრემია, Star of People's Friendship, Medal Carl von Ossietzky, Medal for Fighters Against Fascism, Franz Mehring award და Patriotic Order of Merit in bronze |
ალექსანდერ აბუშის ნაწარმოებთაგან, რომლებიც მარქსისტული თვალსაზრისით აშუქებენ კლასიკური და თანამედროვე გერმანული ლიტერატურის საკითხებს, აღსანიშნავია: „ერთი ერის მცდარი გზა“ (1945), „ლიტერატურა და სინამდვილე“ (1952), „იოჰანეს რობერტ ბეხერი“ (1953), „შილერი. გერმანელი გენიოსის სიდიადე და ტრაგიზმი“ (1955), „სოციალიტური კულტურისათვის იდეოლოგიურ ბრძოლაში“ (1957), „სოციალიზმის ხანის ლიტერატურა“ (1967).
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 48.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11850035X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 4.0 4.1 Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ Абуш Александр // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.