ალესქერ ალექბეროვი
ალესქერ ჰაჯი აღა-ოღლუ ალექბეროვი (დ. 15 თებერვალი, 1910 — გ. 31 იანვარი, 1963) — აზერბაიჯანელი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1961), სკკპ წევრი 1944 წლიდან.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1927 წელს ბაქოს მუშათა თეატრში. 1933 წლიდან ბაქოს აზიზბეკოვის სახელობის დრამატულ თეატრის მსახიობი იყო. ასრულებდა უმთავრესად ტრაგიკულ როლებს. გამოირჩეოდა მისი ხანლარი, ვაგიფი (სამედ ვურღუნის „ხანლარი“, „ვაგიფი“), პოლკოვნიკი ჯავანშირი (მ. ჰუსეინის „ჯავანშირი“), ოტელო (უილიამ შექსპირის „ოტელო“) და სხვა, სახასიათო როლებიდან — სალამოვი (ჯაფარ ჯაბარლის „1905 წელი“), პროხორი (მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ქენდლილიარი“, „შორეულ ნაპირებზე“ და სხვა ფილმებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და 2 სხვა ორდენით.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 290.