ალბიგოური ჯვაროსნული ლაშქრობა

(გადამისამართდა გვერდიდან ალბიგორიელთა ჯვაროსნული ლაშქრობა)

ალბიგოური ჯვაროსნული ლაშქრობაინოკენტი III-ის ინიციატივით წამოწყებული ოცწლიანი სამხედრო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ლანგედოკში, საფრანგეთის სამხრეთში აღმოცენებული რელიგიური მიმდინარეობის, კათარების ერესის ლიკვიდაციას. კათარიზმი არის ერეტიკული მიმართულება, რელიგიაში, რომლის ფესვები მცირე აზიის მანიქეველთა და დალმაცია-ბულგარეთის ღვთისმოყვარულთა ეკლესიებში უნდა ვეძიოთ, რაც, თავის მხრივ, ირანის დუალიზმიდან უნდა მომდინარეობდეს. იგი საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ალბში წარმოიშვა და მალევე განვითარდა იმდენად, რომ თვით რომის პაპი და საფრანგეთის სამეფოც შეაშფოთა, ამიტომ 1209 წელს, პაპ ინოკენტი III-ის ინიციატივით მოეწყო ალბიგოელთა ჯვაროსნული ლაშქრობა. ომი ოც წელიწადს გაგრძელდა და 1229 წელს დასრულდა, მაგრამ პაპმა კატარიზმის მთლიანად აღმოფხვრა მაინც ვერ შეძლო. ინკვიზიციას დასჭირდა კიდევ 100 წელი, რომ სრულიად გაენადგურებინა სექტა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება