ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალა ლეონიდოვნა ზაგაიკევიჩი (უკრ.: Алла Леонідівна Загайкевич; დ. 17 დეკემბერი, 1966, ხმელნიცკი) ― უკრაინელი თანამედროვე კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკალური პროექტების ორგანიზატორი, მუსიკოლოგი.

ალა ზაგაიკევიჩი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1966(1966-12-17) (57 წლის)
დაბ. ადგილი ხმელნიცკი
ალა ზაგაიკევიჩი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალა ზაგაიკევიჩი 1966 წლის 17 დეკემბერს, ხმელნიცკში დაიბადა. 1990 წელს კიევის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1986-1999 წლებში ფოლკლორულ ანსამბლ „Древо“-სთან ერთად გამოდიოდა.

1998 წლიდან უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში მუსიკალური-საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1993 წლიდან არის უკრაინის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. ალა ზაგაიკევიჩის ნაწარმოებები წარდგენილია ფესტივალებზე: „კიევის მუსიკალური ფესტივალი“, „Премьеры сезона“, „Мистецьке Березілля“ (კიევი), „ახალი მუსიკის ორი დღე და ორი ღამე“ (ოდესა), „მუსიკალური ტრადიციები და ავანგარდი“ (ლუბლინი)[1] და სხვ.

კინოკომპოზიტორი

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება
  • ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის უკრაინის სახელმწიფო პრემია (2004) ― ფილმის „მამაი“ მუსიკალური გაფორმებისთვის

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Муха Антон. Композитори України та української діаспори. — К.: 2004. — ISBN 966-8259-08-4
  • Ракунова И.Н. Новые композиторские технологии. Творчество Аллы Загайкевич. Киів: Фенікс, 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. II Festiwal Tradycji i Awangardy Muzycznej Kody. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 2021-02-26.