კიევის მუსიკალური ფესტივალი
კიევის მუსიკალური ფესტივალი (უკრ.: Київ Музик Фест) ― ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კიევში, უკრაინაში, რომელზეც თანამედროვე უკრაინული კლასიკური მუსიკის ნამუშევრები სრულდება და მსოფლიო კონტექსტში უკრაინელი მუსიკოსების წარმოჩენას ისახავს მიზნად.[1] ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროსა და უკრაინის კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის ერთობლივი ძალისხმევით დაარსდა.
კიევის მუსიკალური ფესტივალი | |
---|---|
კიევის ეროვნული ოპერა | |
მდებარეობა | კიევი, უკრაინა |
გამართვის წლები | 1990-დღემდე |
დამაარსებლები | ივან კარაბიცი |
თარიღები | სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი |
ჟანრი | კლასიკური მუსიკა |
საიტი | |
kmf.karabits.com |
ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში იმართება. საფესტივალო პროგრამა თანამედროვე უკრაინელი და უცხოელი კომპოზიტორების, სოლო შემსრულებლებისა და მუსიკალური ჯგუფების ნამუშევრებს მოიცავს.
ისტორია
რედაქტირებაკიევის მუსიკალური ფესტივალი პირველად 1990 წლის 6-13 ოქტომბერს გაიმართა. ფესტივალის იდეის ავტორი უკრაინელი კომპოზიტორი ივან კარაბიცი იყო, რომელიც 1990-2001 წლებში ფესტივალის დირექტორი იყო.[2]
ფესტივალის მუსიკალური დირექტორები
რედაქტირება- 1990-2001: ივან კარაბიცი
- 2002-2005: მიროსლავ სკორიკი
- 2006-2012: ივან ნებესნი
- 2013-2015: მიროსლავ სკორიკი
ფესტივალის პროგრამები
რედაქტირება- I ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 90 (6–13 ოქტომბერი, 1990) — პროგრამა
- II ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 91 (5–12 ოქტომბერი, 1991) — პროგრამა
- III ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 92 (3–10 ოქტომბერი, 1992) — პროგრამა
- IV ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 93 (2–9 ოქტომბერი, 1993) — პროგრამა
- V ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 94 (1–8 ოქტომბერი, 1994) — პროგრამა
- VI ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 95 (30 სექტემბერი — 7 ოქტომბერი, 1995) — პროგრამა
- VII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 96 (27 სექტემბერი — 5 ოქტომბერი 1996) — პროგრამა
- VIII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 97 (27 სექტემბერი — ოქტომბერი 4, 1997) — პროგრამა
- IX ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 98 (27 სექტემბერი — 3 ოქტომბერი 1998) — პროგრამა
- X ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 99 (25 სექტემბერი — 2 ოქტომბერი 1999) — პროგრამა
- XI ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2000 (23–30 სექტემბერი 2000) — პროგრამა
- XII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2001 (22 სექტემბერი — 1-ელი ოქტომბერი, 2001) — პროგრამა
- XIII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2002 (21–29 სექტემბერი 2002) — პროგრამა
- XIV ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2003 (27 სექტემბერი — 4 ოქტომბერი, 2003) — პროგრამა
- XV ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2004
- XVI ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2005 (24 სექტემბერი — 2 ოქტომბერი, 2005)
- XVII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2006 — პროგრამა
- XVIII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2007 (28 სექტემბერი — 7 ოქტომბერი, 2007) — პროგრამა
- XIX ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2008 (27 სექტემბერი — 5 ოქტომბერი, 2008) — პროგრამა
- XX ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2009 (25 სექტემბერი — 4 ოქტომბერი, 2009) — პროგრამა
- XXI ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2010 (25 სექტემბერი — 3 ოქტომბერი, 2010) — პროგრამა
- XXII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2011 (24 სექტემბერი — 2 ოქტომბერი, 2011) — პროგრამა
- XXIII ― კიევის მუსიკალური ფესტივალი 2012 (27 სექტემბერი — 8 ოქტომბერი, 2012) — პროგრამა
საკონცერტო ადგილები
რედაქტირებაფესტივალის კონცერტები კიევის მნიშვნელოვან არქიტექტურულ შენობა-ნაგებობებში იმართება, მათ შორის:
- უკრაინის ეროვნული ოპერა
- უკრაინის ეროვნული ფილარმონიის ლისენკოს დარბაზი
- კიევის კონსერვატორიის დიდი და პატარა დარბაზები
- უკრაინის ორღანისა და კამერული მუსიკის ეროვნული დარბაზი
- უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის მეცნიერთა სახლი
ლიტერატურა
რედაქტირება- Берегова О. Міжнародний музичний фестиваль «Київ Музик Фест» як сучасний формат презентації національних музичних культур: польські імпрези. Вісник НАКККіМ, 2018, № 3. С. 201—208.
- Гуркова О. Іван Карабиць – фундатор міжнародного фестивалю «Київ Музик Фест». Українське музикознавство : науково-методичний збірник. Вип. 37. Упорядник І. Б. Пясковський, редактор О. В. Торба. К. : НМАУ ім. П. І. Чайковського, 2011. С. 432-445.
- Міжнародний музичний фестиваль «Київ Музик Фест» (1990-1999): Матеріали преси, фотодоку-менти, програми. Упоряд.М. Копиця, Г. Степанченко. К.: Центрмузінформ СКУ, 1999. 271 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Киев Музик Фест — эпоха в истории архив программ фестиваля за 1990—2002 годы.
- Анонс концертов фестиваля КиивМузикФест — 2007 (28 сентября — 7 октября)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Марина Копиця, Галина Степанченко. Ідея. Kyiv Music Fest. ციტირების თარიღი: 3 September 2013.
- ↑ Гуркова Ольга (2011). „Archived copy“ Іван Карабець є фундатор Міжнародного музичного фестивалю "Київ Мизик Фест" (PDF). Українське музикознавство (უკრაინული). 37: 432–445. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2013-09-02. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|accessdate=
და|access-date=
(დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დაარქივებული ასლი სათაურად (link)