ალაჰვერდი ბაღიროვი

ალაჰვერდი თეიმურ ოღლუ ბაღიროვი (აზერ. Allahverdi Teymur oğlu Bağırov) (დ. 22 აპრილი, 1946 — გ. 12 ივნისი, 1992) — აზერბაიჯანელი ოფიცერი, აღდამის საფეხბურთო კლუბ “ყარაბაღის” ყოფილი უფროსი მწვრთნელი[1]. აზერბაიჯანის ეროვნული გმირი.

ალაჰვერდი ბაღიროვი
Allahverdi Teymur oğlu Bağırov
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 1946, 22 აპრილი
დაბადების ადგილი აღდამი, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 1992, 12 ივნისი
გარდაცვალების ადგილი მთიანი ყარაბაღი
წოდება ოფიცერი
ბრძოლები/ომები ყარაბაღის ომი
ჯილდოები აზერბაიჯანის ეროვნული გმირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1946 წლის 22 აპრილს ქალაქ აღდამში.

1965 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სპორტში წავიდა. ის იყო აღდამის საფეხბურთო კლუბ “ყარაბახის" მთავარი მწვრთნელი, ასევე აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის წევრი.

იგი დაოჯახებული იყო. ჰყავს ვაჟი ელშანი და ორი ქალიშვილი აინური და ზუმრუდი.

საფეხბურთო კარიერა

რედაქტირება

ბავშვობიდან ალავერდის უყვარდა ფეხბურთი, მძლეოსნობა და ფრენბურთი.

1976 წელს ყარაბაღის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა[2]. 1991 წელს მან მონაწილეობა მიიღო თამაშში “ყარაბაღისა" და "ნეფთჩის" ვეტერანებს შორის, რომლებიც ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამ მატჩში გოლი ბაღიროვმა გაიტანა.

ყარაბაღის ომი

რედაქტირება

ალაჰვერდი მონაწილეობდა ყველა ბრძოლებში აღდამისთვის. იგი სახალხო ფრონტის თავმჯდომარედ აირჩიეს. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ალაჰვერდი ბაღიროვმა პირველად აღმართა აზერბაიჯანის დროშა. ბაღიროვმა დიდი როლი შეასრულა აღდამის დაცვის პირველი ქვედანაყოფების ფორმირებაში[3].

1990 წლის შავი იანვრის მოვლენების შემდეგ, ალაჰვერდიმ  მოხალისე ბატალიონი შექმნა. ხოჯილის ხოცვა-ჟლეტის დროს მან ბევრი ადამიანი გადაარჩინა.

1991 წლის 1 ოქტომბერს, ალაჰვერდი ბაღიროვისა და მისი ძმის ელდარ ბაღიროვის ბრძანებით, აღდამში შეიქმნა აზერბაიჯანის ეროვნული არმიის სამხედრო ნაწილები. ელდარ ბაღიროვი 845-ე სამხედრო ბანაკის მეთაურად დაინიშნა. იმავე წელს, ელდარ ბაღიროვი საკუთარი სახლის წინ მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბანაკს ელდარ ბაღიროვის სახელი მიენიჭა და ალაჰვერდი ბატალიონის მეთაური გახდა.

1992 წლის იანვარში ბატალიონი, რომელსაც ალაჰვერდი ბაღიროვი მეთაურობდა 150 ჯარისკაცს შეადგენდა. მათ სოფელი ნახიჩევანლი მტრებისგან გაათავისუფლეს და სოფელ ფირჯამალამდე მივიდნენ. ოპერაციის დასრულების შემდეგ ყველა სომხური დროშები შეიცვალა აზერბაიჯანულ დროშებზე. გმირობისთვის, რაც ალაჰვერდიმ ამ ოპერაციების დროს აჩვენა, მას “გენერალ მოჰამედ ასადოვის" ჯილდო გადაეცა.

1992 წლის 3 მაისს, სომხეთის სამხედრო ძალებმა ბაღიროვს შეატყობეს, რომ 8 რიცხვში ისინი შუშას დაიპყრობდნენ. სახელმწიფოს ინფორმირების შემდეგ, ბაღიროვმა დაიწყო თავდაცვითი გეგმის შემუშავება.

1992 წლის 12 ივნისს მონაწილეობა მიიღო სოფლების არანზამინის, ნახიჩევანლი, დაჰრაზის, მირკენდის, ფირჯამალის დაბრუნების ოპერაციებში. მას მიაჩნდა, რომ ის შეძლებდა ხანკენდის ბატალიონამდე მისვლას. თუმცა, 14 ივნისს, ნახიჩევანიკიდან დაბრუნების დროს  ავტომობილი, რომელშიც ალაჰვერდი იჯდა მინაზე აფეთქდა- სამი ცოცხალი დარჩა, მაგრამ ის და მძღოლი გარდაიცვალნენ[4][5]. დაკრძალეს მშობლიურ აღდამში.

  • 1992 წელს შეიქმნა საარტილერიო განყოფილება, რომელსაც ალავერდი ბაღიროვის სახელი მიენიჭა.
  • აღდამში, სოფელ გუზანლიში, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ბარელიეფი დგას.
  • 2014 წლის 25 თებერვალს, ბაქოში მდებარე ბინგადის რაიონში, ეროვნული გმირების პარკში დაიდგა ალაჰვერდი ბაღიროვის ბიუსტი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1992 - “გენერალ მოჰამედ ასადოვის" ჯილდო
  • 1993 - "აზერბაიჯანის ეროვნული გმირი"
  • 1998 - მედალი „ოქროს ვარსკვლავი”
  1. Qarabag: The have-a-go-heroes who beat a war – and now want Spurs
  2. Allahverdi Bagirov – From Team Coach to Azerbaijan’s National Hero. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-29. ციტირების თარიღი: 2018-11-29.
  3. Milli Qəhrəman — Allahverdi Bagırov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-29. ციტირების თარიღი: 2018-11-29.
  4. Qarabag are exiled from their home
  5. Журналисты на войне в Карабахе