ალაპაევსკი
ალაპაევსკი[3] (რუს. Алапаевск) — ქალაქი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, ალაპაევსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 37 526 მცხოვრები (2018).[1] მდებარეობს შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ნეივაზე (ობის აუზი), აქ უერთდება მას ალაპაიხა. აეროპორტი. სარკინიგზო კვანძი. ქალაქი წარმოიშვა სოფელ ალაპაიხას (ცნობილი 1639 წლიდან) ადგილზე ალაპაევსკის რკინასაკეთებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით (1702–1704). 1781–1796 წლებში იყო პერმის სამეფისნაცვლოს სამაზრო ქალაქი, 1796 წლიდან — პერმის გუბერნიის ვერხოტურიეს მაზრის შტატგარეშე ქალაქი, 1781–1907 წლებში — ალაპაევსკის სამთო ოკრუგის ცენტრი. 1934 წლიდან — რსფსრ სვერდლოვსკის ოლქის სარაიონო ცენტრი. 1918 წლის 20 მაისიდან ალაპაევსკში იმყოფებოდნენ რომანოვების დინასტიის დაპატიმრებული წევრები: დიდი მთავრები კონსტანტინე, იოანე და იგორ კონსტანტინეს ძეები, სერგეი მიხეილის ძე, დიდი მთავრის ცოლი ელიზავეტა ფიოდორის ასული, მთავარი ვ. პ. პალეი. 17–18 ივლისის ღამეს ისინი სადგურ მეჟნაიას ძველ შახტაში ჩაყარეს, ალაპაევსკთან ახლოს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ალაპაევსკი რუს. Алапаевск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | სვერდლოვსკის ოლქი | ||||
საქალაქო ოკრუგი | მუნიციპალური წარმონაქმნი ქალაქი ალაპაევსკი | ||||
კოორდინატები | 57°51′00″ ჩ. გ. 61°42′00″ ა. გ. / 57.85000° ჩ. გ. 61.70000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1639 | ||||
პირველი ხსენება | 1639 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1781 | ||||
ფართობი | 25 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 135 მ | ||||
ოფიციალური ენა | რუსული | ||||
მოსახლეობა | 37 526[1] კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 1501,04 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | უმთავრესად რუსები; აგრეთვე უკრაინელები, ბელარუსები და თათრები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 34346 | ||||
საფოსტო ინდექსი | 624600 — 624619[2] | ||||
ოფიციალური საიტი | http://moalapaevsk.ru/ | ||||
არქიტექტურული ძეგლები: წმინდა სამების ტაძარი (1702), ალაპაევსკის სამთო ოკრუგის მთავარი კანტორის შენობა (1837), პ. ი. ჩაიკოვსკის მეორე სახლ-მუზეუმი (ალაპაევსკში ბავშვობის წლები გაატარა, მამამისი 1849–1852 წლებში იყო მეტალურგიული ქარხნის მმართველი); ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქალაქიდან 12 კმ-ში — ხის ხუროთმოძღვრების მუზეუმ-ნაკრძალი ღია ცის ქვეშ. ქალაქი არის რკინა-მადნის რაიონისა და შავი მეტალურგიის ერთ-ერთი უძველესი მთავარი ცენტრი ურალზე (პირველი ქარხანა 1704 წელს დაარსდა).
ალაპაევსკში მოქმედებს მეტალურგიული კომბინატი, „ალავაევსკი სტანკოზავოდ“ (ალაპაევსკის ჩარხის ქარხანა), „ფანკომ“ (ხის დამუშავება), რძის, ხორცის კომბინატები. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა მანქანათსაშენი ქარხანა.[4] ქალაქში მდებარეობს ინდუსტრიული ტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი და სხვ.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Мошкин М., Быстров С. К., Алапаевск, Свердловск, 1961;
- Ачкасова Т. А. Алапаевск // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 402.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. Дата обращения 25 июля 2018. Архивировано 26 июля 2018 года.
- ↑ Народная энциклопедия «Мой Город»
- ↑ ელერდაშვილი ა., ალაპაევსკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ 4.0 4.1 Алапаевск // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.