ალან ლოიდ ჰოჯკინი
ალან ლოიდ ჰოჯკინი (ინგლ. Alan Lloyd Hodgkin, დ. 5 თებერვალი, 1914, ბანბერი, ინგლისი — გ. 20 დეკემბერი, 1998, კემბრიჯი) — ინგლისელი ფიზიოლოგი და ბიოფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (1963, (ენდრიუ ჰაქსლისა და ჯონ ეკლსთან ერთად). ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1948, 1970-1975 პრეზიდენტი), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხ. წევრი (1976).
ალან ლოიდ ჰოჯკინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 თებერვალი, 1914[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ბენბერი |
გარდ. თარიღი | 20 დეკემბერი, 1998[1] [2] [7] [3] [4] [5] [6] (84 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი[8] |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ბიოლოგი, ნეირომეცნიერი, ბიოქიმიკოსი, ექიმი, neurologist, ფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტრინიტის კოლეჯი, Gresham's School და The Downs, Malvern College Prep School |
მეუღლე | მარნი ჰოჯკინი[9] |
მამა | George Lloyd Hodgkin[9] |
დედა | Mary Fletcher Wilson[9] |
შვილ(ებ)ი | Deborah Hodgkin[9] , Sarah Hodgkin[9] , Rachel Hodgkin[9] და Jonathan Alan Hodgkin[9] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[10] [11] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, კოპლის მედალი[12] , სამეფო მედალი, Annual Review Prize Lecture[13] , კრუნის სახელობის პრემია, AAAS-ის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ბელის მედალი და Honorary member of the British Biophysical Society |
ბიოგრაფია
რედაქტირება1936 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, ხოლო 1952 წლიდან გახდა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1971 წლიდან ლესტერის უნივერსიტეტის კანცლერი. 1959–1965 წლებში დიდი ბრიტანეთის ეროვნული საბჭოს წევრი, სამედიცინო კვლევის დარგში. 1966–1976 წლებში დიდი ბრიტანეთის ზღვის ბიოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები ეხება ნერვული უჯრედების ფიზიოლოგიის, აღგზნებისა და შეკავების მექანიზმებს. თეორიულად და ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ბიოპოტენციალების წარმოშობა დაკავშირებულია უჯრედული მემბრანის მიერ იონთა შერჩევით გამტარობასთან. წამოაყენა ნერვული იმპულსების გენერაციაში იონური გრადიენტების როლის ძირითადი თეორეიები. დაამუშავა და გამოიყენა მემბრანაზე პოტენციალის ფიქსაციის ორიგინალური მეთოდი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ე. ყენია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 692.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 6.0 6.1 Munzinger Personen
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119080303 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Kindred Britain
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1963 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ Lectures and Prizes — The Physiological Society.