ალაის რაიონი
ალაის რაიონი (ყირგ. Алай району) — რაიონი ყირგიზეთში, ოშის ოლქში. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. გულჩა (ყირგ. Гүлчө).
რაიონი | ||
---|---|---|
ალაის რაიონი Алай району | ||
ქვეყანა | ყირგიზეთი | |
ადმ. ცენტრი | Gülchö | |
კოორდინატები | 40°19′00″ ჩ. გ. 73°26′00″ ა. გ. / 40.31667° ჩ. გ. 73.43333° ა. გ. | |
დაარსდა | 1928 | |
ფართობი | 7 582 კმ² | |
სალაპარაკო ენები |
ყირგიზული რუსული | |
მოსახლეობა | 72 170[1] კაცი (2009) | |
ეროვნული შემადგენლობა | ყირგიზები — 99,6%[1] | |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+6]] | |
| ||
რაიონის ფართობი უდრის 7582 კმ², რაც ოშის ოლქის მთლიანი ფართობის 26% შეადგენს.
ალაის რაიონი მდებარეობს ორი ხეობის ფარგლებში, კერძოდ ალაის და გულჩინის ხეობის. რაიონის ტერიტორიაზე, ჩინეთთან საზღვარზე, მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ირქეშტამი“.
მოსახლეობა
რედაქტირებასაყოველათაო საკავშირო მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 1989 წელს, ალაის რაიონის საზღვრებში (ჩონგ-ალაის რაიონის ჩათვლით, რომელიც 1959–1992 წლებში ამ რაიონის შემადგენლობაში შედიოდა) 66 858 კაცი ცხოვრობდა.[2] 2007 წელს, რაიონის მოსახლეობამ 72 110 კაცი შეადგინა, აქედან ეთნიკურად ყირგიზებმა 71 901 კაცი (99,6 %) შეადგინეს.[1]
დასახლებული პუნქტები
რედაქტირებარაიონი მოიცავს 13 აულის ტიპის ოლქს, სადაც მდებარეობს 60 სასოფლო ტიპის დასახლება.[3]
ისტორია
რედაქტირება1928 წელს შეიქმნა ალაი-გულჩინის რაიონი. 1936 წელს შემქნილი რაიონი დაყვეს ორად — ალაის და ჩონგ-ალაის რაიონად. 1959 წელს, ორივე რაიონი ხელახლა გაამთლიანეს და დაარქვეს ალაის რაიონი.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყირგიზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს რაიონი ისევ იყოფა ორ რაიონად — აღმოსავლეთით ალაის რაიონად და დასავლეთით ჩონგ-ალაის რაიონად.
2008 წლის 5 ოქტომბერს, სოფელ ნურაში რიხტერის შკალით 8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 75 ადამიანი, მათ შორის 42 ბავშვი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Перепись населения Киргизии 2009. Ошская область
- ↑ Демоскоп Weekly — პროგრამა. სტატისტიკური მონაცემების სახელმძღვანელო
- ↑ აულის ოლქები და სოფლები ოშქის ოლქში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-03. ციტირების თარიღი: 2018-08-09.