ჩონგ-ალაის რაიონი
ჩონგ-ალაის რაიონი (ყირგ. Чоң Алай району) — რაიონი ყირგიზეთში, ოშის ოლქში. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი დარაუთ-ყურღანი.
რაიონი | ||
---|---|---|
ჩონგ-ალაის რაიონი Чоң Алай району | ||
ქვეყანა | ყირგიზეთი | |
ადმ. ცენტრი | Daroot-Korgon | |
კოორდინატები | 39°33′07″ ჩ. გ. 72°12′00″ ა. გ. / 39.55194° ჩ. გ. 72.20000° ა. გ. | |
ფართობი | 4857 კმ² | |
სალაპარაკო ენები |
ყირგიზული რუსული | |
მოსახლეობა | 25 039[1] კაცი (2009) | |
ეროვნული შემადგენლობა | ყირგიზები — 99,9%[1] | |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+6]] | |
| ||
რაიონის საერთო ფართობი შეადგენს 4 860 კმ², ან ოშის ოლქის ტერიტორიის 16,6 %. 2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რიცხვი შეადგენს 24,5 ათას ადამიანს ან ოშის ოლქის მოსახლეობის 2,0 %. რაიონი მოიცავს 3 აილ ოლქს: ჟექენდი, ჩონ-ალაი და კაშკა-სუუ.
კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ცივი ზამთრით. წლიური ნალექი შეადგენს — 500—650 მმ. ივლისის საშუალო ტემპერატურაა +19-22 °C, დეკემბრის — −10-15 °C.
რაიონის ძირითადი ეკონომიკური დარგია მეცხვარეობა და მეცხოველეობა.
გეოგრაფია
რედაქტირებარაიონი მდებარეობს მდინარე ყიზილსუს ხეობაში. სამხრეთით და ჩრდილოეთით, რაიონის საზღვარი ალაისა და ტრანსალაის ქედზე გადის. აღმოსავლეთით ესაზღვრება ალაის რაიონს, ხოლო დასავლეთით ტაჯიკეთს.
ისტორია
რედაქტირება1928 წელს შეიქმნა ალაი-გულჩინის რაიონი. 1936 წელს შემქნილი რაიონი დაყვეს ორად — ალაის და ჩონგ-ალაის რაიონად. 1959 წელს, ორივე რაიონი ხელახლა გაამთლიანეს და დაარქვეს ალაის რაიონი.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყირგიზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს რაიონი ისევ იყოფა ორ რაიონად — აღმოსავლეთით ალაის რაიონად და დასავლეთით ჩონგ-ალაის რაიონად.
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ყირგიზია, რაც მოსახლეობის 99,9 % შეადგენს. 2009 წლის ყირგიზეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რაიონის მოსახლეობა შეადგენდა 25 039 კაცს, აქედან მხოლოდ 22 კაცი ეთნიკურად არაყირგიზი იყო.[1]
დასახლებული პუნქტები
რედაქტირებარაიონი იყოფა 3 აილ (სასოფლო) ოლქად, რომელიც საერთო ჯამში 21 სოფელს მოიცავს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 2009 წლის ყირგიზეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის. ოშის ოლქი
- ↑ ოშის ოლქის სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-03. ციტირების თარიღი: 2018-08-10.