ალათაური ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძეო-სახორცე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია ყირგიზეთსა და ყაზახეთში ადგილობრივი საქონლის შეჯვარებით შვიცურ და კოსტრომულ საქონელთან. ჯიში დამტკიცებულია 1950 წელს. აქვს მაგარი კონსტიტუცია და მკვრივი სხეული. ცოცხალი მასაა: კუროსი — 700-800 კგ, ფურისა — 500-550 კგ. იწველის — 4000-5000 კგ (სარეკორდო მონაწველი — 10222 კგ). რძის საშუალო ცხიმიანობაა 3,8-3,9%. ალათაური ჯიში შეგუეულია მაღალმთიანეთის პირობებს. გავრცელებულია ყირგიზეთში, ყაზახეთში და ზოგიერთი სხვა რესპუბლიკის მთიან რაიონებში.