აკ-დოვურაკი[2] (რუს. Ак-Довурак) — ქალაქი რუსეთში, ტუვის დასავლეთ ნაწილში. 13 580 მცხოვრები (2018).[1] მდებარეობს ტუვის ქვაბულის დასავლეთ მხარეში, მდინარე ხემჩიკზე (ენისეის შენაკადი), რკინიგზის სადგურ აბაკანიდან 450 კმ-ში. საავტომობილო გზით უკავშირდება კიზილსა და აბაკანს. ქალაქში მდებარეობს აეროპორტი. დაარსდა 1964 წელს კომბინატ „ტუვააზბესტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (მაღალხარისხოვანი ქრიზოლით-აზბესტის საბადოს ბაზაზე); კომბინატთან მუზეუმია.

ქალაქი
აკ-დოვურაკი
რუს. Ак-Довурак
დროშა

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ტუვა
კოორდინატები 51°10′00″ ჩ. გ. 90°36′00″ ა. გ. / 51.16667° ჩ. გ. 90.60000° ა. გ. / 51.16667; 90.60000
დაარსდა 1964
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 850 მეტრი
ოფიციალური ენა ტუვა და რუსული
მოსახლეობა 13 580[1] კაცი (2019)
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი +7 39433
საფოსტო ინდექსი 668050
ოფიციალური საიტი https://akdovurak.rtyva.ru/
აკ-დოვურაკი — რუსეთი
აკ-დოვურაკი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. Дата обращения 25 июля 2018. Архивировано 26 июля 2018 года.
  2. ელერდაშვილი ა., აკ-დოვურაკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.