ქრიზოლითი
ქრიზოლითი (ბერძ. χρυσός — ოქრო და λίθος — ქვა) — მინერალი. ოლივინის გამჭვირვალე საიუველირო სახესხვაობა. მისი ფერი მოყვითალო-მომწვანოა, ზოგჯერ კი ზურმუხტისფერი. მიეკუთვნება ნახევრად ძვირფას ქვებს. ძველ დროში ქრიზოლითს „საღამოს ზურმუხტს“ ეძახდნენ, რადგანაც სანთლის შუქზე უფრო მეტად მისი მწვანე ფერია შესამჩნევი.
ქრიზოლითი | |
---|---|
ქრიზოლითები | |
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | (Mg,Fe)2SiO4 |
იდენტიფიკაცია | |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6,5-7 |
ხაზის ფერი | თეთრი |