აკნა (სომხ. Ակնա) — მთის ტბა სომხეთში, კოტაიქის პროვინციაში.[1] მდებარეობს გეღამის ქედზე, ვულკან ლჭაინის კრატერში, ზღვის დონიდან 3030 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,5 კმ², მოცულობა 2500 ათ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 15 მ. საზრდოობს მხოლოდ წვიმის წყლით. ზამთარში ყინულით იფარება. ტბის სიახლოვეს ალპური მდელოებია.

აკნა
კოორდინატები: 40°16′34″ ჩ. გ. 44°55′29″ ა. გ. / 40.27611° ჩ. გ. 44.92472° ა. გ. / 40.27611; 44.92472
მდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3030 
ფართობი 0,5 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 15 
აკნა — სომხეთი
აკნა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აკნა&oldid=3157293“-დან