აკაკი მინაშვილი (დ. 24 სექტემბერი, 1980, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის (2008, 2012, 2020) პარლამენტის წევრი.

აკაკი მინაშვილი
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1980 (1980-09-24) (44 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
აკაკი მინაშვილი 2008 წელს, ქალაქ გორში

2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტი სპეციალობით ადამიანის უფლებების სამართალი. 1999-2000 წლებში მუშაობდა სტუდენტური თვითმმართველობის ასოციაციაში. 2001-2003 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტი. 2004–2006 წლებში „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2005–2007 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი მედია სამართალში. 2007–2008 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება