აკაკი ვასაძე (მწერალი)
აკაკი (კაკული) გიორგის ძე ვასაძე (დ. 27 ივლისი, 1939, თბილისი, — გ. 1 ნოემბერი, 1998, იქვე) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1981). გიორგი ვასაძის შვილი, აკაკი ვასაძის შვილიშვილი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1962). 1965 წელს მეთევზე-მეზღვაურად ახლდა ქართული საოკეანო თევზმჭერი ფლოტს. 1967 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. პირველი მოთხრობა „გარსია“ 1962 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ „მნათობში“, პირველი წიგნი — მხატვრული ნარკვევების კრებული „ქართველები ოკეანეში“ — 1968 წელს.
გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები: „უჩვეულო დღეები“ (1971), „მოთხრობები“ (1974); ლექსების კრებული „თეთრი ნავი“ (1978); ლექსებისა და პოემების კრებული „გამხელა“ (1985), პროზაული კრებული „სამი ამბავი“ (1988); ესეები და ნარკვევები: „ლექსი და შემოქმედება“ (1975), „პოეზიის პრინციპები“ (1987) და სხვა. მისი სამეცნიერო ნაშრომებში განხილულია დასმულია ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის, ფსიქოლოგიის, ესთეტიკის, ხელოვნებათმცოდნეობის პრობლემები [„მხატვრული გრძნობის პრობლემა“ (1975, რუსულად — 1978), „მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხები“ (1979) და სხვ.). თარგმნა ჟან-პოლ სარტრის, ჰერბერტ უელსის, ალექსანდრე პუშკინისა და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 191.