აკაკი ბრეგაძე
აკაკი ბრეგაძე (დ. 2 ივლისი, 1928, სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
აკაკი ბრეგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 ივლისი, 1928 |
დაბადების ადგილი | ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1959 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედადოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.
1967-2006 წლებში ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია“. სამანდატო, დეპუტატის ეთიკისა და პრივილეგიების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.