აკაკი ბერიშვილი (დ. 6 იანვარი, 1915, სოფ. ძეგლევი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 15 ნოემბერი, 1984) — ქართველი არქიტექტორი. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), დოცენტი (1954). საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1971). საბჭოთა კავშირისა (1953-დან) და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი.

აკაკი ბერიშვილი
დაბ. თარიღი 6 იანვარი, 1915
დაბ. ადგილი ძეგლევი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 15 ნოემბერი, 1984 (69 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სამეცნიერო ხარისხი არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი
სამეცნიერო წოდება დოცენტი
სამეცნიერო სფერო არქიტექტურა

ბიოგრაფია

რედაქტირება

აკაკი ბერიშვილი დაიბადა ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგლევში. 1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. პედაგოგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1970-1972 წლებში იყო ფაკულტეტის დეკანი, 1970-1983 წლებში არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის გამგე. იყო სამრეწველო ნაგებობათა არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი საქართველოში. გარდაიცვალა 1984 წლის 15 ნოემბერს, 69 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება