აკაკი ბაქრაძე (გინეკოლოგი)

ტერმინს „აკაკი ბაქრაძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აკაკი ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

აკაკი ტრიფონის ძე ბაქრაძე (დ. 16 ივნისი [ ძვ. სტ. 3 ივნისი], 1890, სოფ. ხეითი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი — გ. 30 იანვარი, 1979, თბილისი), ქართველი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1920 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1921 წლიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა კლინიკისა და საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებებში. 1957–1973 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. დაამუშავა ენდოკრინული ჯირკვლის ყვითელი სხეულის სტიმულაციის მეთოდიკა. შემოიღო საშვილოსნოს ყელის გახსნის ახალი მეთოდი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება