აი-პეტრი
აი-პეტრი (უკრ. Ай-Петрі) — მწვერვალი ყირიმის მთებში. სიმაღლე 1234 მ. განარჩევენ მთავარ (1234 მ), დასავლეთსა და აღმოსავლეთ (1100 მ) მწვერვალებს. ციცაბოდ ეშვება შავი ზღვის სანაპირო რაიონში. მეტწილად აგებულია კირქვებით. მთის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ალუპკა და დაბა კორეიზი. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ქარიანი ადგილია. წელიწადში ქარიან დღეთა რაოდენობა უტოლდება 125-ს. ქარის სიჩქარე 50 მ/წმ აღწევს. მიყვანილია ბაგირგზა.
აი-პეტრი | |
---|---|
აი-პეტრი | |
კოორდინატები: 44°27′04″ ჩ. გ. 34°03′10″ ა. გ. / 44.45111° ჩ. გ. 34.05278° ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა |
სიმაღლე | 1234 მ |
ქედი | ყირიმის მთები |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მწვერვალი აი-პეტრი დაარქივებული 2010-04-08 საიტზე Wayback Machine. (რუსული)