აირტონ სენა და სილვა (პორტ. Ayrton Senna da Silva) (დ. 21 მარტი 1960, სან-პაულუ, ბრაზილია — გ. 1 მაისი 1994, ბოლონია, იტალია) — ბრაზილიელი ფორმულა 1-ის მრბოლი, სამგზის (1988,1990,1991 McLaren-Honda.) მსოფლიო ჩემპიონი, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი. ფორმულა ერთში კარიერა დაიწყო 1984 წელს, Lotus-Renault-ში, შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში მოიგო 6 გრან-პრი, 1988 წელს შეუერთდა McLaren-Honda - ს საჯინიბოს, სადაც მასთან ერთად ასპარეზობდა ასევე დიდი მრბოლი, ფორმულა ერთის ოთხგზის ჩემპიონი ალან პროსტი. სენამ და პროსტმა მოიგეს იმ სეზონზე 16 გრან-პრიდან 15 გრან-პრი. 1988 წლის სეზონზე აირტონ სენამ პირველად მოიპოვა ფორმულა ერთის ჩემპიონის ტიტული.

აირტონ სენა

აირტონ სენა
დაიბადა 21 მარტი, 1960
სან-პაულუ, ბრაზილია
გარდაიცვალა 1 მაისი, 1994 (34 წლის)
ბოლონია, იტალია
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება ბრაზილიის დროშა ბრაზილიელი
წლები 1984–1994
გუნდ(ებ)ი ტოლმენი, ლოტუსი, მაკლარენი, უილიამსი
რბოლა 162 (161 სტარტი)
ჩემპიონი 3 (1988, 1990, 1991)
მოგება 41
კვარცხლბეკი 80
ქულები 610 (614)
პოულ პოზიცია 65
უსწრაფესი წრე 19
პირველი რბოლა ბრაზილიის გრან-პრი 1984
პირველი მოგება პორტუგალ. გრან-პრი 1985
ბოლო მოგება ავსტრალიის გრან-პრი 1993
ბოლო რბოლა სან-მარინოს გრან-პრი 1994

მისი სიცოცხლე დასრულდა ტრაგიკულად, 1994 წელს სან-მარინოს გრან-პრის დროს რომელიც იტალიის ქალაქ იმოლას ავტოდრომზე იმართებოდა, ის Tamburello - ს მოსახვევში სავარაუდოდ ბოლიდის გაუმართაობის გამო, 300 კმ/სთ სიჩქარით გადავიდა გზიდან და ბორდს შეეჯახა, წინა დღით იმავე ტრასაზე Tosa - ს მოსახვევთან იმავე სიჩქარით ახალბედა ავსტრიელი მრბოლი, რონალდ რაცენბერგერი დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება