აინაჟი
აინაჟი (ლატვ. Ainaži, ესტ. Heinaste) — ქალაქი ლატვიაში. სალაცგრივის მხარეში. მდებარეობს რიგის ყურის სანაპიროზე რიგიდან ჩრდილოეთით 105 კმ-ში, ესტონეთის საზღვარზე. მოსახლეობა 994 ადამიანი (2011). 2009 წლის 1 ივლისამდე შედიოდა ლიმბაჟის რაიონის შემადგენლობაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აინაჟი Ainaži | |||||
ზღვაოსნობის მუზეუმი | |||||
| |||||
ქვეყანა | ლატვია | ||||
დაქვემდებარება | სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი | ||||
რეგიონი | ვიძემე | ||||
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე | სალაცგრივი | ||||
კოორდინატები | 57°51′49″ ჩ. გ. 24°21′31″ ა. გ. / 57.86361° ჩ. გ. 24.35861° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1926 | ||||
პირველი ხსენება | 1564 | ||||
ადრეული სახელები | ჰაინაში (1917 წლამდე) | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 | ||||
ფართობი | 5,02 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 994[1] კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 198 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | (+371) 640 | ||||
საფოსტო ინდექსი | LV-4035 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ainazi.lv | ||||
აინაჟი ვიძემეს ისტორიული რეგიონის წყნარი ქალქია და წარმოადგენს ლატვიის ზღვაოსნობის აკვანს. სახელწოდება მომდინარეობს ლივური სიტყვიდან „Ainag“ და ნიშნავს განმარტოებულს. ესტონური სახელწოდებაა ჰეინასტე. მდებარეობს უაღრესად მომგებიან გზაჯვარედინ „ვია ბალტიკა“-ზე. იგი ყველაზე პატარა ქალაქია ვიძემეს რეგიონში.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- აინაჟის ზღვაოსნობის მუზეუმი — ასახავს ლატვიის ზღვაოსნობის სკოლის ისტორიას.
- მეხანძრეების მუზეუმი — აინაჟის მეხანძრეების ნებაყოფლობითი გაერთიანების მუზეუმი.
- „თეთრი მზის“ ქვის მემორიალი — შეიქმნა 1998 წელს და სიმბოლურად წარმოადგენს ლატვიელი მეზღვაურების საზღვაო გზის რუკას.