ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აიდან შენერი (თურქ. Aydan Şener) (დ. 1963 წლის 1 მარტი) —  თურქი მოდელი და კინომსახიობი, რომელიც ცნობილია ფერიდეს როლით სერიალში „ნარჩიტა — მომღერალი ჩიტია“.[1]

აიდან შენერი
მშობლიური სახელი Aydan Şener
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1959 (59 წლის)
კილისი, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
პროფესია მსახიობი, მოდელი
აქტიური 1980-დან

ბიოგრაფია

რედაქტირება

აიდან შენერი დაიბადა 1963 წლის 1 მარტს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ კილისში, მუსიკათმცოდნის და დიასახლისის ოჯახში. აიდანის წინაპრები მამის მხრიდან ყაზანელი თათრები იყვნენ. ვინაიდან მის დიდ ბაბუას ქრისტიანულად მონათვლა არ სურდა, 1877 წელს ემიგრაციაში წავიდა ოჯახთან ერთად. მათ მსგავსად ბევრმა მუსლიმმა, რომლებსაც  არ სურდათ ქრისტიანობის მიღება, დატოვა სახლები და გადავიდა თურქეთში.[2]

როდესაც აიდან შენერი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, მისი მშობლები საცხოვრებლად ბურსაში გადავიდნენ, სადაც გოგონამ საშუალო სკოლა დაამთავრა.

თვრამეტი წლის ასაკში აიდან შენერმა გაიმარჯვა „მის თურქეთის“ სილამაზის კონკურსზე და  თავისი ქვეყანა "მის მსოფლიოზე" წარადგინა 1981 წელს. თუმცა სილამაზის დედოფლის  გვირგვინი ვენესუელელ პილინ ლეონს ერგო. „მის თურქეთის“ ტიტულის მიღების შემდეგ მან წარმატებით მოსინჯა ძალები სამოდელო ბიზნესში. ასევე მონაწილეობა მიიღო რეკლამებში.

მალე აიდანის დებიუტი შედგა კინოში. ფერიდეს როლმა ტელესერიალში "ნარჩიტა — მომღერალი ჩიტია" დამწყებ მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

1983 წელს აიდან შენერი ცოლად გაჰყვა აიხან აქბინს. იმ დროს  თურქეთის საფეხბურთო ნაკრების წევრს. ხუთი წლის შემდეგ მათ ქალიშვილი ეჯემი შეეძინათ. თუმცა 1991 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

კინოკარიერა

რედაქტირება

აიდან შენერი ცნობილი გახდა რეშატ ნური გიუნთეკინის წიგნის "ნარჩიტა — მომღერალი ჩიტია" მიხედვით გადაღებულ სერიალში შესრულებული ფერიდეს როლით.  რომანი მსოფლიო კლასიკად იქნა აღიარებული. ფილმი გადაიღო რეჟისორმა ოსმან სედენიმ.

მსახიობის კიდევ ერთი ცნობილი ფილმი იყო „ირმის ნახტომი“. აიდანმა შეასრულა მთავარი გმირის, ზიულალის როლი.

შემდეგ მან ითამაშა "ღამის პეპელას"— მუალა-ხანიმის როლი ფილმში "Mühürlü güller".

მსახიობი ძირითადად  დრამატულ და მელოდრამატულ სერიალებში ღებულობს მონაწილეობას. პერიოდულად მონაწილეობს პოპულარულ შოუებსა და სატელევიზიო გადაცემებში. როგორც თავად აიდან შენერი აღნიშნავს:  „ ბევრი პროფესიონალი, საინტერესო მსახიობი გვყავს, მაგრამ საარსებო წყაროს საშოვნელად ისინი იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ რაიმე სახის სატელევიზიო პროექტებში, გამოჩნდნენ რეკლამებში.“

ვიზიტი ყაზანში

რედაქტირება

2004 წლის ივნისში აიდან შენერი, თათრეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მოწვევით, ეწვია ყაზანს. იგი მამასთან ერთად გაფრინდა, რომელსაც ძალიან სურდა წინაპართა მიწის მონახულება. მსახიობი დაესწრო თათრულ-თურქული ლიცეუმის სტუდენტების გამოსაშვებ საღამოს, ევრაზიის მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების საერთაშორისო კონფერენციის გახსნას და ასევე მონაწილეობა მიიღო თათრების ეროვნული  დღესასწაულის საბანტუის აღნიშვნაში.[3]

2007 წელს მსახიობი კვლავ ეწვია ყაზანს. ამჯერად აიდანი მუსლიმური კინოფილმების III საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს მინბარის“ დახურვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Milliyet, 8.10.1981, Aktüalite, Page 8
  2. 04.10.1981, Milliyet, Page 1
  3. Интервью с Айдан Шенер в "Казанских ведомостях". ციტირების თარიღი : 6 მაისი 2009. დაარქივებულია 30 მარტი 2012 .(რუს.)
  4. Информационное агентство «Татар-информ», 12 сентября 2007 г. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან 20 აპრილი 2009 .(რუს.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიდან_შენერი“-დან