აიგუნ ბაილარი (აზერ. Aygün Bəylər; ნამდვილი სახელი აზერ. Aygün Hümmətova აიგუნ ჰუმმათოვა; დ. 22 აგვისტო, 1975, ბაქო, სურახანი — გ. 6 იანვარი, 2024, ანკარა) — აზერბაიჯანელი მომღერალი, ჰანენდე.

აიგულ ბაილარი
აზერ. Aygün Bəylər

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აიგუნ ჰუმათოვა აზერ. Aygün Hümmətova
დაბ. თარიღი 22 აგვისტო, 1975
დაბ. ადგილი ბაქო, სურახანის რაიონი
გარდ. თარიღი 6 იანვარი, 2024
გარდ. ადგილი ანკარა
დასაფლავებულია იენი-სურახანი
საქმიანობა მომღერალი
აიგუნ ბაილარი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

აიგუნ ჰუმმათოვა (ბაილარი) დაიბადა 1975 წლის 22 აგვისტოს ბაქოში. დაწყებითი მუსიკალური განათლება სათარ ბაჰლულზადეს სახელობის კულტურის სასახლის მუსიკალურ სკოლაში დრამის კლასში მიიღო.

1988 წელს დაარსებული აზერბაიჯანის სახელმწიფო ბავშვთა ფილარმონია, იმავე წელს კონკურსის გზით ახორციელებს ნიჭიერი ბავშვების მიღებას, სადაც 13 წლის აიგუნიც მიიღეს. მისი პირველი გამოჩენა პროფესიულ სცენაზე სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა.

1995 წელს მან შექმნა შოვქათ ალექპეროვას სახელობის პირველი პროფესიული მუსიკალური კოლექტივი და დაიწყო ფართო საკონცერტო საქმიანობა. იგი წარმოადგენს აზერბაიჯანულ მუსიკალურ ხელოვნებას საზღვარგარეთ.

1998 წელს აიგუნ ბაილარი აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმღერის ფაკულტეტზე აბარებს, სადაც იწყება მისი წარმატებული მუსიკალური მოღვაწეობა. ის სწავლობს მუღამის ტექნიკებს არიფ ბაბაევისგან, ისლამ რზაევისგან, აღახან აბდულაევისგან, ელხან მუზაფაროვისგან, ასევე ალიმ ქასიმოვისგან.

2002 წელს მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ხელმოწერით მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება[1].

2005 წელს, უზბეკეთში, სამარყანდში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე აიგუნ ბაილარმა ფოლკლორული მუღამის ტრიოსთან ერთად, წარმატებით წარმოადგინა აზერბაიჯანული მუღამის სკოლა და მიენიჭა პირველი პრიზი. ის გახდა ფესტივალის გამარჯვებული.

ამ პერიოდიდან დაწყებული, 2005 წლიდან 2010 წლამდე, აიგუნი ატარებდა სოლო კონცერტებს, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მუსიკალური ფესტივალების რეგულარული მონაწილე. ის მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებსა და კონცერტებზე საფრანგეთში, ესპანეთში, მაროკოში, აშშ-ში, ინგლისში, რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, შვედეთში, დანიასა და სხვა ქვეყნებში.

2012 წელს აიგუნი ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკის აკადემიის ახლად გახსნილ სიმფონიურ დირიჟორობა-კომპოზიციურ ფაკულტეტზე. 2013 წელს აიგუნი ტელეარხ ATV-სთან ერთად საავტორო გადაცემით წარდგა მაყურებლის წინაშე. ამ გადაცემაში ბაილარის მიზანი იყო წარმოაჩინოს თავისი აზრები და გრძნობები დღევანდელ მუსიკაზე[2].

აიგუნ ბაილარი საკმაოდ ექტრავაგანტული გარეგნობითა და „მამაკაცური“ სტილით გამოირჩევა[3], რაც 2000-იანი წლების აზერბაიჯანისთვის სიახლე იყო.

2022 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დამსახურებულ არტისტს აიგუნ ბაილარს სახლი აჩუქა[4].

აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, რომელიც უკვე დიდი ხანია კიბოს მეოთხე სტადიის დაავდებას ებრძვის გამოჯანმრთელებისკენ მიდის. ერთ-ერთ გადაცემაში მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დიდი ხანია ეთერში ვერ გადის და ჟურნალისტებს არ პასუხობს. „ყველა ჩემზე განაწყენებულია. მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს ჩემით დაინტერესებისთვის. ბოდიშს ვუხდი ყველა მათგანს. ნება მომეცით გამოვჯანმრთელდე, თქვენს კითხვებს აუცილებლად ვუპასუხებს“, - განაცხადა ბაილარმა[5][6].

აიგუნ ბაილარი დაქორწინდა მუსიკოს რასულ ვილაიეთზე. 2009 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი სახელად ჯანი[7].

გარდაიცვალა ანკარაში, 2024 წლის 6 იანვარს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება