ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არიფ იმრან ოღლი ბაბაევი (აზერ. Arif İmran oğlu Babayev; დაბ. 20 თებერვალი 1938, სარიგიჯილი, აგდამის რაიონი) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი ხანენდე, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1989).

არიფ ბაბაევი
აზერ. Arif Babayev

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 თებერვალი 1938 (83 წელი)
აღდამის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაბ. ადგილი სარიჰაჯილი
წარმოშობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი მუღამი
არიფ ბაბაევი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1938 წლის 20 თებერვალს აზერბაიჯანის სსრ აგდამის რაიონის სოფელ სარიგაჯილში.

1963 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1964-დან 1966 წლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში. 1966-დან 2006 წლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

1982-დან 1984 წლამდე ბიულბიულის სახელობის საშუალო სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდა.[1] 1984 წლიდან დაიწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუღამის სწავლება, სადაც ამჟამადაც სოლო სიმღერის კათედრის გამგეა.[2] 1996 წელს მიიღო მუღამის პროფესორის სტატუსი.

შემოქმედებითი საქმიანობა

რედაქტირება

თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. ბაბაევმა განასახიერა სახასიათო როლები: მეჯნუნი და კერემი უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერებში «ლეილი და მეჯნუნი» და «ასლი და კერემი», აშუღი ღარიბი ზულფუგა გაჯიბეკოვის ოპერაში «აშიგ ღარიბ», ჯამალი შაფილი ახუნდოვის ოპერაში «პატარძლის კლდეში». ხანენდემ ოსტატურად შეასრულა მუღამ-დასტგიახი «შური», «სეგიახი», ზარბი-მუღამი «არაზბარი», «ყარაბახ შიქესტესი».[2] მან იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც წარმოადგინა აზერბაიჯანული მუღამის ხელოვნება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არიფ_ბაბაევი“-დან