აია-სოფია (სალონიკი)
აია-სოფია (ბერძ. Ἁγία Σοφία) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სალონიკში, საბერძნეთი. შედის სალონიკის ადრექრისტიანული და ბიზანტიური მონუმენტების შემადგენლობაში. მისი ამჟამინდელი სტრუქტურა დათარიღებულია VII საუკუნით და ამ თვალსაზრისით ქალაქში ყველაზე ძველი ნაგებობაა. ვინაიდან გამორჩეულია თავისი ბიზანტიური არქიტექტურით და ხელოვნებით, 1988 წელს იუნესკომ სალონიკის სხვა ძეგლებთან ერთად შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[1]
სალონიკის ადრექრისტიანული და ბიზანტიური მონუმენტები — აია-სოფია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°37′58″ ჩ. გ. 22°56′49″ ა. გ. / 40.63278° ჩ. გ. 22.94694° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 456 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 456 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაIII საუკუნიდან ახლანდელი აია-სოფიას ადგილას არსებობდა ეკლესია. 620 წელს ეს ეკლესია, სავარაუდოდ, მიწისძვრის გამო დაინგრა. 1205 წელს მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობის დროს ქალაქი დაიპყრეს და აია-სოფია გადაკეთდა სალონიკის საკათედრო ტაძრად.[2] აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდა 1224 წლამდე, ამ დროს ეპიროსის დესპოტატის ბატალიონებმა თეოდორე კომნენოს დუკას მეთაურობით ქალაქი გაათავისუფლეს. 1430 წლის 29 მარტს, ოსმალეთის სულთან მურად II-ის მიერ სალონიკის აღების შემდეგ, ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს, [3]და უწოდეს აია-სოფიას მეჩეთი.[4] 1912 წელს სალონიკის განთავისუფლების შემდეგ იგი კვლავ ეკლესიად გადაკეთდა.
ტაძარი არის ბერძნული სახის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. სტამბოლში მდებარე გიულისა და ქალენდერჰანეს მეჩეთებთან და ნიკეის დანგრეულ მიძინების ეკლესიასთან ერთად, იგი წარმოადგენს ამ ტიპის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ნიმუშს.[5]
ხატმებრძოლობის ეპოქაში ეკლესიის აფსიდი მორთული იყო უბრალო ოქროს მოზაიკებით და მხოლოდ ერთი დიდი ჯვრით, ისევე როგორც კონსტანტინოპოლის აგია-ირინე და ნიკეის მიძინების ეკლესიას. 787-797 წლებში ხატთაყვანისმცემლების გამარჯვების შემდეგ ჯვარი შეცვალეს ღვთისმშობლის გამოსახულებით. გუმბათს აკრავს თორმეტივე მოციქულის, ღვთისმშობლისა და ორი ანგელოზის ფიგურები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Agia Sofia of Thessaloniki
- Hellenic Ministry of Culture დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Paleochristian and Byzantine monuments of Thessaloniki. United Nations Educational, Scientific, and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 5 November 2022
- ↑ Ministry of Culture — Hagia Sophia Church (Original: Υπουργείο Πολιτισμού και Αθλητισμού | Ναός Αγίας Σοφίας) Greek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-17. ციტირების თარიღი: 2021-08-17
- ↑ UNESCO, Advisory Body Evaluation, World Heritage List No. 456
- ↑ Ιερός Ναός της του Θεού Σοφίας Greek. ციტირების თარიღი: November 2, 2022
- ↑ Krautheimer, Richard (1986). Architettura paleocristiana e bizantina (it). Einaudi, Turin. p. 317