სალონიკის ადრექრისტიანული და ბიზანტიური მონუმენტები
სალონიკის ადრექრისტიანული და ბიზანტიური მონუმენტები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სალონიკში, საბერძნეთი.
სალონიკის ადრექრისტიანული და ბიზანტიური მონუმენტები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
აია-სოფია | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°38′18″ ჩ. გ. 22°57′54″ ა. გ. / 40.63833° ჩ. გ. 22.96500° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 456 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 456 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაქალაქი სალონიკი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტიანობის ისტორიაში და შთამბეჭდავი შენობებით იყო შემკული. ადრეულ ქრისტიანულ და ბიზანტიურ პერიოდებში სალონიკის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ქალაქში რამდენიმე ადრექრისტიანული ძეგლია, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზანტიური ხელოვნებისა და არქიტექტურის განვითარებაში როგორც ბიზანტიის იმპერიაში, ასევე სერბეთში.[1] ბიზანტიური საიმპერატორო არქიტექტურისა და სალონიკის აყვავება ერთმანეთს ემთხვევა, განსაკუთრებით იმპერიის არსებობის პირველ წლებში.[1] 1430 წელს ოსმალეთის იმპერიამ აიღო სალონიკი და ქალაქის ეკლესიების უმეტესობა გადაკეთდა მეჩეთებად. თუმცა იმ პერიოდის მოგზაურები აღნიშნავენ ეკლესიების სიმარავლეს ოსმალურ სალონიკშიც.[1]
1988 წელს სალონიკის 15 ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[1][2]
მონუმენტები
რედაქტირება- სალონიკის კედლები (IV-V საუკუნეები)
- გალერიუსის თაღი და საფლავი (IV საუკუნე)
- ახეიროპოიეტოს ეკლესია (V საუკუნე)
- სალონიკის წმინდა დემეტრეს ბაზილიკა (VII საუკუნე)
- ლატომოს მონასტერი (VI საუკუნე)
- აია-სოფია (VIII საუკუნე)
- პანაგია-ხალკეონის ეკლესია (XI საუკუნე)
- სალონიკის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია (XIV საუკუნე)
- სალონიკის წმინდა მოციქულთა ეკლესია (XIV საუკუნე)
- სალონიკის წმინდა ნიკოლოზ ორფანოსის ეკლესია (XIV საუკუნე)
- სალონიკის წმინდა ეკატერინეს ეკლესია (XIII საუკუნე)
- სალონიკის მხსნელის ეკლესია (XIV საუკუნე)
- ვლატადონის მონასტერი (XIV საუკუნე)
- სალონიკის ელია წინასწარმეტყველის ეკლესია (XIV საუკუნე)
- ბიზანტიური აბანო (XIV საუკუნე)
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Paleochristian and Byzantine Monuments of Thessalonika. UNESCO. ციტირების თარიღი: 30 July 2012
- ↑ ΠΑΓΚΟΣΜΙΑ ΠΟΛΙΤΙΣΤΙΚΗ ΚΛΗΡΟΝΟΜΙΑ UNESCO: Παλαιοχριστιανικά και Βυζαντινά μνημεία Θεσσαλονίκης el. Hellenic National Commission for UNESCO. ციტირების თარიღი: 30 July 2012