აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია
აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქციის ნაპირზე, სოფელ აიაზმაში. აგებულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე. აიაზმა დარბაზული ტიპის ეგვტერიანი ეკლესიაა. აშენებულია უხეშად დამუშავებული, ნაწილობრივ კი თლილი ქვით. აქვს რელიეფები და სვეტის მორთულობა, თაღების მოტივით დამუშავებული ლავგარდანი. აიაზმა აღდგენილია 1045 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 230.