ათრაქი
ათრაქი (სპარს. اترک; თურქ. Etrek derýasy) — მდინარე თურქმენეთსა და ირანში. დამახასიათებელია სწრაფი დინება. სათავეს იღებს ჩრდილო–აღმოსავლეთ ირანის მთებში და მიედინება 669 კილომეტრზე. აუზის ფართობი 27 300 კმ². ირანის ტერიტორიაზე ვიწრო ხეობაში მიედინება, სადაც ნიშაბურის მთებისა და ქოფეთ-დაღის გამყოფად გვევლინება. ჩაედინება კასპიის ზღვაში.
ათრაქი | |
---|---|
ქვეყანა | ირანი |
სათავე | ჩრდილო–აღმოსავლეთ ირანი |
სიგრძე | 669 კმ |
აუზის ფართობი | 27 300 კმ² |
ათრაქი ვიკისაწყობში |