აზრი (ქუთაისი)
„აზრი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულებისა. გამოდიოდა 1914 წელს ქუთაისში (პირველ ოცდაშვიდ ნომერს „ყოველდღიური გაზეთი“ ერქვა). გამოვიდა 94 ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი — ალექსანდრე ცერცვაძე. დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 220.