აზორდის ციხე (თურქ. Ungüzek Kalesi) — არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრე თურქეთის რესპუბლიკაში, ერზერუმის ვილაიეთის უზუნდერეს ილჩეში. ციხე მდებარეობს ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ციხე-სიმაგრეს მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნდა, ის გზების მაკონტროლებელი იყო. ციხე სწორედ მაგისტრალებზე შენდებოდა და სატრანზიტო ფუნქციასაც ასრულებდა, რაც როგორც თავდაცვითი, ასევე, ეკონომიკური ფაქტორებითაც იყო ნაკარნახევი.

ტოპონიმი

რედაქტირება

აზორდის მოგვიანო სახელწოდება უნდა იყოს აღჯაყალა. აღჯაყალა თურქიზებული ფორმაა და ქართულად თეთრ ციხეს ნიშნავს. გარემო სრულად კლდოვანია, ამიტომაც ხშირად მას გზამკვლევებზე და ტურისტულ რუკებზე მოიხსენიებენ როგორც Dikyar kapiö რაც ქართულად პირდაპირ გადმოითარგმნება - ბევრი სწორი კლდის კარები. ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წლის მოგზაურობის წიგნის დანართში ჩვენთვის საინტერესო ციხესიმაგრე 150-ე სურათზე სწორედ აღჯაყალას სახელწოდებითაა მოცემული. ციხის მეორე სახელწოდება — უზუნდერე მომდინარეობს მისი მდებარეობიდან, რადგან ის განთავსებულია უზუნდერეს რაიონში, რაც ქართულად გრძელ ხეობას ნიშნავს.

ციხის ისტორია

რედაქტირება

ციხე თორთომის ისტორიულ პროვინციაში მდებარეობს. აღჯაყალას ციხე ძირითადად ოსმალურ წყაროებში მოიხსენიება სამხრეთ საქართველოს დაპყრობასთან მიმართებაში. XVI საუკუნის I მეოთხედის ოსმალურ წყაროში, კერძოდ 1532 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ:

 
„ამ ტერიტორიას ხახოს (ასე უწოდებენ თურქულ წერილობით ძეგლებში ხახულს) ხეობას უწოდებენ. ძალიან კარგი რაიონია. გარდა ამისა, რამდენიმე პატარა ციხეც არის, ერთს აღჯაყალას უწოდებენ. თორთომის ციხე თა დაპირველად ყვარყვარესი იყო, მაგრამ დროებით ქუცინის ხელში გადავიდა. ქურცინის ძველი მთავარი ციხე კი აღჯაყალა იყო. ხსენევული ციხეები ამჯერად დროებით ხელთ აქვს ერთ უსჯულო აზნაურს, სახელად როსტომს.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 3, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  • ექვ. თაყაიშვილი 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960
  • თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისთვის, თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოიკვლია და შენიშვნით გამოსცა ცისანა აბულაძემ. თბ., 1983