აზერბაიჯან-უნგრეთის ურთიერთობები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯან-უნგრეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობსბ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და უნგრეთს შორის. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 1 წლის შემდეგ. აზერბაიჯანის საელჩო უნგრეთში ქალაქ ბუდაპეშტში მდებარეობს, ხოლო უნგრეთის საელჩო აზერბაიჯანში ქალაქ ბაქოშია განთავსებული.

აზერბაიჯან-უნგრეთის ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Hungary

აზერბაიჯანი

უნგრეთი

დიპლომატიური ურთიერთობები

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

უნგრეთის რესპუბლიკამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 დეკემბერს აღიარა.[1] მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანში უნგრეთის საელჩო 2009 წლის 12 იანავარს გაიხსნა. 2010 წლის 14 დეკემბრიდან უნგრეთის ელჩი აზერბაიჯანში არის ზოლტ კუტორა. აზერბაიჯანის საელჩო უნგრეთში 2004 წლის სექტემბერში გაიხსნა. ამჟამად აზერბაიჯანის ელჩი უნგრეთში არის ვილაიათ ქულიევი.

უმაღლესი დონის ვიზიტები

რედაქტირება

სახელმწიფო მეთაურების ვიზიტები

რედაქტირება

1994 წლის 4-5 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში. 2008 წლის 18-19 თებერვალს ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით, ხოლო 2009 წლის 26-27 იანვარს სამუშო ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში. ალიევი უნგრეთს 2014 წლის 11-12 ნოემბერსაც ეწვია. უნგრეთის პრეზიდენტი, პალ შმიტი 2011 წლის 10-12 ნოემბერს იმყოფებოდა აზერბაიჯანში.[2]

მთავრობის მეთაურების ვიზიტები

რედაქტირება

2008 წლის 7-8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფერენც დიურჩანი ოფიციალური ვიზიტით, ხოლო იმავე წლის 14 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში. 2010 წლის 13-14 სექტემბერს და 2012 წლის 29 ივნისიდან 1-ივლისამდე აზერბაიჯანს უნგრეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ობრანო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

პარლამენტის მეთაურების ვიზიტები

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის ელჩი უნგრეთში, ვილიათ გულიევი

2007 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერი ვ. ალასგაროვი. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, ოგტაი ასადაროვი 2011 წლის 7-9 დეკემებერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში, ხოლო 2013 წლის 14-15 ივნისს უნგრეთს აზერბაიჯან-უნგრეთის საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ხანჰუსეინ ქაზიმლი ეწვია. 2008 წლის 5-7 სექტემბერს აზერბაიჯანში უნგრეთის პარლამენტის სპიკერი, კატალინი სილინი იმყოფებოდა. უნგრეთ-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო სამუშო ჯგუფის ხელმძღვანელი, მარტონ დიონდიოსი ორჯერ, 2012 წლის 5-8 ივნისს და 2013 წლის 29 მაისს-1 ივნისს იმყოფებოდა აზერბაიჯანში.

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

2007 წლის 26 მარტს უნგრეთის პარლამენტში უნგრეთ-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის თავმჯდომარე მარტონ დიონდიოსია. აზერბაიჯან-უნგრეთის საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფი 2011 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის მილი მეჯლისში. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია ხანჰუსეინ ქაზიმლი.

სტრატეგიული პარტნიორობა

რედაქტირება
 
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი-სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა ბაქოში, 2016 წლის 6 მარტი

2014 წლის 11 ნოემბერს უნგრეთმა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა.[3] გარდა მთავარი შეთანხმებისა, ბუდაპეშტსა და ბაქოს შორის სხვა შეთანხმებებიც გაფორმდა, მათ შორის: ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ, შეთანხმება 20 აზერბაიჯანელი სტუდენტის გაცვლითი პროგრამის შესახებ და შეთანხმებები სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სფეროში.[4]

ახალგაზრდული კავშირი

რედაქტირება

2012 წლის 6 დეკემბერს უნგრეთში აზერბაიჯანის ახალგაზრდული და უნგრეთის ახალგაზრდული სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით აზერბაიჯან-უნგრეთის ახალგაზრდული კავშირი (AHYU) დაფუძნდა.[5] კავშირის მიზანი ახალგაზრდულ დონეზე კომუნიკაციების მეშვეობით აზერბაიჯან-უნგრეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაა.[6] კავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: „უნგრეთში სწავლა“ - პროგრამა, რომელიც უნგრეთში განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ აზერბაიჯანელი სტუდენტების ინფორმირებას ისახავს მიზნად[7] და „აზერბაიჯანის ტურიზმის დღეები უნგრეთში“, რომელიც 2014 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდა.[8]

ეკონომიკური თანამშრომლობა

რედაქტირება

უნგრეთისთვის აზერბაიჯანი გრძელვადიანი ენერგოუსაფრთხოების ახალი წყაროა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინსტრის, პეტერ სიიარტოს განცხადებით, რუსეთიდან გაზმომარაგების ალტერნატივა აზერბაიჯანიდან ნავთობის იმპორტირებაა.[9]

2012 წლიდან კომპანია Sericovia Kft-მა აზერბაიჯანიდან უნგრეთში ორგანული ბროწეულის წვენების ექსპორტი დაიწყო.[10]

2013 წლის აპრილში ბაქოსა და ბუდაპეშტს შორის WizzAir-ის მეშვეობით პირდაპირი ფრენები დაინიშნა. პირველი ფრენები 2013 წლის ივნისიდან დაიწყო.[11] ბაქოსა და ბუდაპეშტს შორის ტვირთგადაზიდვები 2014 წლის მარტში დაიწყო.[12]

2014 წლის ნოემბერში ბუდაპეშტში აზერბაიჯან-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.[13]

  1. Azerbajdzsan.com: Azerbaijan & Hungary დაარქივებული 2015-01-06 საიტზე Wayback Machine.
  2. HungaryToday.hu Azeri President Ilham Aliyev On Official Visit To Budapest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-31. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  3. Hungary signs strategic partnership agreement with Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-26. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  4. GBtimes: Hungary and Azerbaijan sign strategic agreement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-06. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  5. AHYU - official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-02. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  6. Official AHYU Facebook page
  7. Azerbaijani-Hungarian Youth Union realizes new project დაარქივებული January 6, 2015, საიტზე Wayback Machine.
  8. Call for applications: “Azerbaijan Tourism Days in Hungary” in November 21-22, 2014 დაარქივებული January 6, 2015, საიტზე Wayback Machine.
  9. Szijjarto calls for new energy supplies
  10. Exclusive Interview: Ramil Azmammadov, who built pomegranate bridge between Hungary and Azerbaijan
  11. Budapest Airport welcomes Wizz flight to Baku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-06. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
  12. Baku-Budapest cargo connection begins
  13. Hungarian-Azeri Business Forum with PM Orban and President Aliyev