პალ შმიტი
პალ შმიტი (უნგრ. Pál Schmitt; დ. 13 მაისი, 1942) — უნგრელი პოლიტიკოსი და მოფარიკავე. უნგრეთის პრეზიდენტი 2010 წლის 6 აგვისტოდან 2012 წლის 2 აპრილამდე. 2010 წლის მაის-აგვისტოში ეკავა უნგრეთის პარლამენტის სპიკერის თანამდებობა. 2009-2010 წლებში. ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 1989 წლიდან უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეა.
პალ შმიტი | |
უნგრეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 აგვისტო, 2010 – 2 აპრილი, 2012 | |
წინამორბედი | ლასლო შოლიომი |
მემკვიდრე | ლასლო კევერი |
უნგრეთის პარლამენტის სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 მაისი, 2010 – 6 აგვისტო, 2010 | |
წინამორბედი | ბელა კატონა |
მემკვიდრე | ლასლო კიოვერი |
დაბადებული | 13 მაისი, 1942 ბუდაპეშტი, უნგრეთი |
პოლიტიკური პარტია | ფიდესი |
მეუღლე | კატალინ მაკრაი |
შვილები | 3 გოგო |
პროფესია | დიპლომატი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი |
2010 წლის 29 ივნისს პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად 263 ხმით 56-ის წინააღმდეგ. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 6 აგვისტოს[1].
თანამდებობიდან გადადგა 2012 წლის 2 აპრილს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ უნგრულმა პრესამ პრეზიდენტი მის მიერ დაწერილი სადოქტორო დისერტაციის დიდი ნაწილის პლაგიატში დაადანაშაულა[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Hungary's parliament elects Pal Schmitt president“. Reuters. 29 июня 2010 года. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა