აზერბაიჯან-კოლუმბიის ურთიერთობები
აზერბაიჯან-კოლუმბიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და კოლუმბიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, კულტურა, სპორტი და ტურიზმი.[1]
Map indicating locations of Azerbaijan and Colombia | |
აზერბაიჯანი |
კოლუმბია |
დიპლომატიური ურთიერთობები
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკასა და კოლუმბიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლს 13 დეკემბერს დამყარდა.[2] აზერბაიჯანის საელჩო კოლუმბიაში 2014 წელს ბოგოტაში გაიხსნა, ხოლო კოლუმბიის საელჩო აზერბაიჯანში იმავე წელს, ბაქოში ამოქმედდა.[2] 2018 წლის 14 დეკემბრიდან კოლუმბიის ელჩი აზერბაიჯანში არის ლუის ანტონიო დიმატე კარდენასი.[3] ორ ქვეყანას შორის იურიდიული ურთიერთობა რეგულირდება 5 დოკუმენტით.[3]
პარლამენტთაშორისი ურთიერთობები
რედაქტირებააზერბაიჯანის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-კოლუმბიის პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფი მოქმედებს, ხოლო კოლუმბიის კონგრესში კოლუმბია-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფი ფუნქციონირებს.[3] აზერბაიჯან-კოლუმბიის პარლამენტთაშორის სამუშაო ჯგუფს ხანლარ ფატიევი ხელმძღვანელობს.[4]
2016 წლის 29-30 ოქტომბერს კოლუმბიის სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დაირა დე-ხესუს გალვის მენდესი და სენატორები ტერესიტა გარსია რომერო და ამრიცა მარტინეს არისტიზაბალი მეხუთე მსოფლიო ჰუმანიტარულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდნენ.[3]
2012 წლის 28 მარტს კოლუმბიის კონგრესმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია „აზერბაიჯანის ტერიტორიების არალეგალური ოკუპაციის შესახებ“.[3] მომდევნო წლის 30 ივლისს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან და ხოჯალის გენოციდთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის წინადადება მიიღო საგარეო საქმეთა და წარმომადგენლობითი პალატის ეროვნული თავდაცვის მეორე კომიტეტმა.[3] 2017 წლის 20 თებერვალს ხოჯალის ტრაგედიის 25-ე წლისთავზე დოკუმენტი კოლუმბიის კონგრესის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის მეორე კომიტეტმა დაამტკიცა. 2018 წლის დეკემბერში კოლუმბიის კონგრესის მეორე კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელშიც აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი.[3][5]
უმაღლესი დონის ვიზიტები
რედაქტირება2013 წლის 25 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 68-ე გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ერთმანეთს.[2] 2014 წლის იანვარში ბაქოში კოლუმბიის დიპლომატიური მისია გაიგზავნა. იმავე წლის 1 აპრილს კოლუმბიის დედაქალაქში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის ცერემონია გაიმართა. მაისში მიუმხრობლობის მოძრაობის XVII შეხვედრის ჩარჩოს ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პატი ლონდოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. 24-26 სექტემბერს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში ურთიერთანამშრომლობისა და ორმხრივი აგენდის განხილვის მიზნით აზერბაიჯანს ფრანცისკო კოი ეწვია.[2]
2016 წლის 1 სექტემბერს გილიერმო კასტრო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს შეხვდა ბაქოში. მხარეებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.[6]
2017 წლის 21 სექტემბერს კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია ანგელა ჰოლგუინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის შეხვედრისას კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია მოეწერა ხელი. იმავე წლის 16-18 ივნისს მარია ანგელა ჰოლგუინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და ელმარ მამედიაროვს შეხვდა.[2]
პარტიათშორისი პოლიტიკური კონსულტაციები
რედაქტირება2012 წლის 24-26 ივლისს კოლუმბიაში ელმარ მამედიაროვის ვიზიტით პარტიათშორისი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი სესია დაიწყო. ინტერპარტიული პოლიტიკური კონსულტაციების მეორე სესია გაიმართა იმავე წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, როდესაც კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მონიკა ლანცეტა აზერბაიჯანს ეწვია. 2013 წლის 8 ივლისს, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანში ჩასვლისას პარტიათშორისი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე სესია გაიმართა. 2017 წლის 29-30 მაისს კოლუმბიაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტის დროს მეოთხე სესია მოეწყო.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Азербайджан обсудил с Колумбией развитие сотрудничества ru-RU. ციტირების თარიღი: September 13, 2020
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 República de Azerbaiyán es (March 2, 2012). ციტირების თარიღი: September 13, 2020
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Colombia. ციტირების თარიღი: September 13, 2020[მკვდარი ბმული]
- ↑ APA.az. Назначены руководители межпарламентских рабочих групп Азербайджан-Корея и Азербайджан-Колумбия az.
- ↑ Колумбия надеется на восстановление территориальной целостности Азербайджана ru-RU. ციტირების თარიღი: September 13, 2020
- ↑ Азербайджан и Колумбия будут обмениваться туристами ru-RU. ციტირების თარიღი: September 13, 2020