აზერბაიჯანული ღვინო

აზერბაიჯანული ღვინო იწარმოება რამდენიმე აზერბაიჯანის რეგიონში. XX საუკუნეში კომუნისტური მმართველობის დაწყებამდე, აზერბაიჯანში ღვინის ინდუსტრია ყვაოდა, რომლის დასაწყისიც ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება.[1] აზერბაიჯანის ღვინის წარმოების ამსახველი ისტორიული ნიმუშები აღმოჩენილია ყარაბაღლარის, კულტეპისა[2] და ქალაჯიხის დასახლებების არქეოლოგიურ თხრილებში, სადაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ღვინის ფერმენტაციისა და შესანახი ჭურჭელი, რომელშიც დანჩენილი იყო ყურძნის თესლის ნარჩენები, რაც დათარიღებულია ძვ.წ. II ათასწლეულით. ჰეროდოტეს თანახმად, ძველმა ბერძნებმა კარგად იცოდნენ ამ რეგიონში ღვინის წარმოების შესახებ, სულ მცირე, მე -7 საუკუნემდე. მოგვიანებით სტრაბონმაც გააკეთა ჩანაწერები ძვ.წ. I საუკუნეში აზერბაიჯანული ღვინის შესახებ. უგრო მოგვიანებით კი არაბმა ისტორიკოსებმა და გეოგრაფებმა, აღწერეს ქალაქ განჯასა და ბარდას გარშემო გავრცელებული მევენახეობა.

შავი ყურძენი ფართოდ გამოიყენებოდა მთელ აზერბაიჯანში ღვინის დასამზადებლად

გოიგოლის რაიონში, არქეოლოგებმა იპოვნეს ღვინის ნაშთებით, რომლებიც თარიღდებოდა ძვ.წ. II ათასწლეულით.[1]

ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საუცხოო რეგიონი, რომელიც ცნობილია თავისი მეღვინეობის მეურნეობით, არის თოუზი რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში. ამ რეგიონში არქეოლოგიური აღმოჩენები მოიცავდა ღვინის შესანახ ქვევრებს, ასევე ნაპოვნია ტარტარის მჟავას ნაშთები, რომლებიც გამოიყენება ღვინის დასამზადებლად. გარდა ისეთი ისტორიკოსებისა და მოგზაურებისა, როგორებიც იქვნენ: ჰომეროსი, ჰეროდოტე, კოლუმელა და ალ-მასუდი, რომლებმაც ჩანაწერები გააკეთეს აზერბაიჯანში ღვინის დაყენების შესახებ, მე -10 საუკუნის არაბმა გეოგრაფმა ალ-მუყადაზმა თავის ნაშრომში აღნიშნა, რომ „მშვენიერია ნახიჩევანის ღვინოს და მის მსგავსს ვერსად ნახავთ“. რეგიონი, როგორც ღვინის წარმოების ცენტრი განვითარდა 1820-1830-იანი წლებიდან, რამაც მოიზიდა მრავალი უცხოელი ინვესტორი.[3] მეღვინეობის ცნობილი კულტურა გამდიდრდა და განვითარდა მე -19 საუკუნის დასაწყისში გერმანელი ემიგრანტების რეგიონში ჩამოსვლის შედეგად.[4] ვიურტემბერგიდან ჩამოსული გერმანელი ემიგრანტები დასახლდნენ აზერბაიჯანში რუსეთის მეფის ალექსანდრე I- ის მიერ 1817-1818 წლებში, რითაც გაიზარდა ინვესტიციები და ქვეყნის ღვინისა და კონიაკის წარმოების პოტენციალი.[5]

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

1980-იან წლებში აზერბაიჯანის მევენახეობის სახელმწიფო კომიტეტმა სსრკ-ში პირველი ადგილი დაიმსახურა მიღებული შემოსავლის ოდენობით, ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ.[6]1985 წელს, ალკოჰოლური სასმელების წინააღმდეგ გატარებული კამპანიის შედეგად, სახელმწიფო იძულებული გახდა წარმოება შეეფერხებინა, ხოლო 1985 წლის შემდეგ კი ვენახები 130 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს იკავებდა.

თანამედროვე პერიოდი

რედაქტირება
 
ალიგოტეს პლანტაციების ფართობი იზრდება აზერბაიჯანში.

დღესდღეობით აზერბაიჯანში თანამედროვე მეღვინეობა გვხვდება განჯა-ყაზახსა და შირვანის ეკონომიკურ ზონებში.[7] ამ რეგიონებში ვენახები ქვეყნის კულტივირებული მიწის დაახლოებით 7% -ს მოიცავს. რეგიონები განთქმულია 17 ღვინისა და 16 ყურძნის სახეობით.[3]

აზერბაიჯანი კასპიის ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. მინისტრთა კაბინეტის სპეციალური დადგენილებებით, მეტი თანხა გამოიყო ინდუსტრიისათვის, კერძო ვენახებისთვის გამოიყო 70-დან 80 ათას ჰექტარ მიწამდე ფართობი. საწყისი გეგმა შეადგენდა ყოველწლიურად 3 მილიონი ტონა ყურძნის წარმოებას (1990 წლისთვის). გაზრდილი პროდუქტიულობის გამო, აზერბაიჯანმა 1982 წლისთვის აწარმოა თითქმის 2.1 მილიონ ტონა ყურძენი.[8] შემოსავალი ყოველწლიურად შეადგენდა დაახლოებით 100 მილიონ რუბლს.[5] საბჭოთა პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანში წარმოებული ღვინის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადიოდა რუსეთში, ბელორუსსა და ბალტიისპირეთში, თუმცა, 1980-იან წლებში ექსპორტის შეფერხება გამოიწვია, გორბაჩოვის მიერ ალკოჰოლიზმის აკრძალვის კამპანიიამ.[9]

ამჟამად, ქვეყანაში თითქმის 10 მეღვინეობის პროდუქციაა. მათგან უდიდესია „Vinagro“, რომელიც შეიქმნა 2006 წელს. იგი იყენებს გოიგოლის ღვინის ქარხანას განჯასთან ახლოს, რომელიც დაარსდა 1860 წელს გერმანელი ემიგრანტების მიერ. ექსპორტი სხვა ქვეყნებში სტაბილურად იზრდება აზერბაიჯანული ღვინის პროდუქციის კარგი ხარისხის გამო.[4] ამჟამად პროდუქციის უმეტესი ნაწილი რუსული და ევროპული ბაზრებისთვისაა განკუთვნილი, ასევე ახალ მზარდ ბაზარს აზერბაიჯანული ღვინისთვის, წარმოადგენს ჩინეთი.[10] მზარდი მოთხოვნილების გამო, აზერბაიჯანის შამქორის რაიონში 100 ჰექტარზე მეტ ფართობზე ყურძნის ვენახებია გაშენებული.[11] 1991 წელს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანულმა ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსებზე 27 პრიზი მოიპოვეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ გაზარდა ღვინის წარმოება. 2003 წელს იწარმოა 3 790 , 2005 წელს - 4 005, ხოლო 2007 წელს კი 7 200 ტონა ღვინო.[12] უფრო მეტიც, აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მთავარი ღვინის მწარმოებელია. მიუხედავად იმისა, რომ არაყი ითვლებოდა სსრკ-ს დროს „სასმელი კულტურის“ ნაწილად, აზერბაიჯანული ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასმელი იყო რუსეთში. 1985 წელს საბჭოთა კავშირის მიერ აკრძალული კანონის თანახმად ღვინის წარმოების შეფერხება, ასევე აფერხებდა აზერბაიჯანში მზარდი ინდუსტრიის განვითარებას. ამ კანონის მიღებამდე ყურძნის წარმოება, გულისხმობდა აზერბაიჯანის სსრ -ს მშპ-ის 40-45% -ის მიწოდებას. აზერბაიჯანი მიზნად ისახავს უფრო მეტი რეპუტაციის მოპოვებას მსოფლიო ვაზის ბაზარზე. ეს მაჩვენებლები არის ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის („OIV“-ში) გაწევრიანების შედეგი.

2012 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაამტკიცა განკარგულება „ყურძნის ზრდის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2012-2020“.[13] პროგრამის მიზანია ყურძნის წარმოების ზრდა, აგრეთვე მეღვინეობის განვითარება და ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა.[13] ყოველწლიურად ქვეყანაში იზრდება ყურძნის მოსავლის ტერიტორიების ზომები.[14] სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ყურძნის ბაღების ტერიტორია იქნება 50 ათასი ჰექტარი. [14] მოსალოდნელია, რომ ყურძნის რაოდენობის ზრდა 500 ტონამდე მიაღწევს 2020 წლამდე.[14] ყურძნის 30% მოიხმარება საკვების მიღებას. [14]დანარჩენი მოსავალი კი გამოყენებული იქნება სხვადასხვა ბრენდის ღვინის დასამზადებლად.[14]

გავლენა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე

რედაქტირება

აზერბაიჯანში ღვინო ითვლება მეორე ყველაზე პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელად, „WHO“- ს თანახმად სასმელების მოყვარულთა 37% სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას.[15] აზერბაიჯანში მოხმარებული ღვინო ადგილობრივად იწარმოება ან იმპორტირებულია სხვა ქვეყნებიდან. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში ღვინო უფრო დიდი რაოდენობით იწარმოება, კერძოდ, 1 მილიონზე მეტი დეკალიტრი, საიდანაც 375 ათასი ექსპორტზე გადის.[16][17]

რუსეთი აზერბაიჯანული ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა იყო და 2017 წელს შეადგენდა მთლიანი თანხის 90%-ს. სხვა დანარჩენი ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია ჩინეთი, ყირგიზეთი და ბელგია.[18][19]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 J. Robinson (ed) "The Oxford Companion to Wine" Third Edition pg 57 Oxford University Press 2006 ISBN 0-19-860990-6
  2. Famil Sharifov (Winter 2010). Azerbaijani Grapes: Past and Present. IRS (Heritage), გვ. 58–63. 
  3. 3.0 3.1 Cuisine and Wine of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2010-12-22.
  4. 4.0 4.1 Wine on the Silk Road. Azerbaijan, an unlikely producer, is presenting deliciously drinkable wines (2010-09-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-21. ციტირების თარიღი: 2010-12-22.
  5. 5.0 5.1 Paul Globe (2008-01-07). „Window on Eurasia: ‘Not By Oil Alone’— Azerbaijan’s Wine Industry Bounces Back“. Window on Eurasia. ციტირების თარიღი: 2010-12-27.
  6. Виноградарство Азербайджана нуждается в коренной модернизации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-24. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  7. Jonathan Fryer (2010-11-03). „Azerbaijan: A Cultural Crossroads“. Diplomat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2010-12-27.
  8. Arzu Aghayeva (Autumn 2000). „Seeds of Change. Transition in Azerbaijan's Agriculture“. Azerbaijan International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-16. ციტირების თარიღი: 2010-12-27.
  9. Wine on the Silk Road. Azerbaijan, an unlikely producer, is presenting deliciously drinkable wines (2010-09-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-21. ციტირების თარიღი: 2010-12-22.
  10. „Azerbaijani wine for the bars of Beijing? China is reported to be showing unexpected demand for Azerbaijani wine“. China Wines Information. 2010-11-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2010-12-27.
  11. „Azerbaijani wine exported to Europe“. News.az. 2010-09-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-26. ციტირების თარიღი: 2010-12-27.
  12. Wine production (tons). Food and Agriculture Organization. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  13. 13.0 13.1 Azərbaycanda üzümçülük və şərabçılığın tarixi, müasir vəziyyəti və gələcək inkişafı haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2019.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Azərbaycan şərabları və şərabçılığı - "Xeyri yoxdur çaxırın, içmə açar paxırın". ციტირების თარიღი: 22 August 2017
  15. Azerbaijan - Alcohol Consumptıon: Levels And Patterns. ციტირების თარიღი: 2019-09-09
  16. State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan (2018). Azerbaijan in figures 2018 - statistical yearbook. Baku, გვ. 210.  დაარქივებული 2019-11-09 საიტზე Wayback Machine.
  17. Azerbaijani Wine Is Going Places, As Government Boosts Exports en. ციტირების თარიღი: 2019-09-09
  18. Trade - External economic activities - Dynamics of main commodities exports en. ციტირების თარიღი: 2019-09-09
  19. Trade - External economic activities - Exports of main commodities in 2017 (by countries) en. ციტირების თარიღი: 2019-09-09