აზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტების სახელმწიფო ორკესტრი
საიდ რუსტამოვის სახელობის აზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტების სახელმწიფო ორკესტრი (აზერ. Səid Rüstəmov adına Azərbaycan Dövlət Xalq Çalğı Alətləri Orkestri) — აზერბაიჯანული ხალხური ინსტრუმენტების პირველი სანოტო ორკესტრი 1931 წლის 1 მაისს აზერბაიჯანული პროფესიონალური მუსიკის დამაარსებლ უზეირ ჰაჯიბეკოვის ინიციატივით დაარსდა სიმფონიური ორკესტრის
აზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტების სახელმწიფო ორკესტრი აზერ. Azərbaycan Dövlət Xalq Çalğı Alətləri Orkestri | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | ხალხური მუსიკა |
აქტიური | 1931 - დღემდე |
საიტი | mugam.az |
პრინციპის საფუძველზე. მთავარი დირიჟორი იყო უზეირ გაჯიბეკოვი, ხოლო დირიჟორის დამხმარე და კონცერტმეისტერი იყო საიდ რუსტამოვი.
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრი წარმოადგენს პირველ მსგავს ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრს მთელს აღმოსავლეთში, რომელიც ნოტებით უკრავდა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეროვნული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. ორკესტრის თავდაპირველი შემადგენლობა შედგებოდა სულ რაღაც ხუთი ინსტრუმენტისაგან — თარი, ქამანჩა, ბალაბანი, დეფა და დოლი. შემდგომ ხმოვანების გაძლიერების მიზნით ორკესტრში დამატებით შეტანილი იქნა მუსიკალური ინსტრუმენტების სხვადასხვა სახეობა — ისეთები როგორიცაა ნაღარა, ზურნა, ტიუტეკი, განუნი, და ასევე ისეთი ევროპული ინსტრუმენტები, როგორიცაა ფორტეპიანო, კონტრაბასი, კლარნეტი და სხვ.
უზიერ გაჯიბეკოვმა ამ ორკესტრისათვის გადაამუშავა ხალხური სიმღერები და ცეკვები, დასავლეთევროპელი და რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ორკესტრისათვის შექმნა ფანტაზიები «შურ» и «ჩარგაიახ». 1935 წლიდან ორკესტრის დირიჟორის თანამდებობა ჩაიბარა საიდ რუსტამოვმა, რომლის სახელიც ორკესტრისათვის იქნა მინიჭებული მისი გარდაცვალების შემდეგ.
ორკესტრი წარმოადგენს მრავალი ღონისძიების მუდმივ მონაწილეს სახელმწიფო მასშტაბით, წარმატებით გადის გასტროლებზე მთელს მსოფლიოში, გამოდიდა მრავალкаких?] პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე. ამგვარად, 2004 და 2005 წლებში კოლექტივმა ორჯერ დაიმსახურა «გიზიკ ჩიანგ»-ის მაღალი პრემია XIX და ХХ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე «ფადჟრ», რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკის დედაქალაქში – თეირანში გაიმართა.
ორკესტრის დირიჟორი
რედაქტირებაორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, პროფესორი აგავერდი პაშაევი.[1]