აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი
უზიერ გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი (აზერ. Azərbaycan Dövlət Simfonik Orkestri) — ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუსიკალური კოლექტივი აზერბაიჯანში. დაარსდა 1920 წელს აზერბაიჯანული პროფესიონალური მუსიკის დამაარსებლის უზეირ ჰაჯიბეკოვისინიციატივით, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი პირველი იყო სსრკ-ში. ორკესტრის ფორმირებაში უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისეთი დირიჟორები, როგორებიც იყვნენ რენე ბატონი (საფრანგეთი), ოტტო კლემპერერი (გერმანია), ფრიც შტიდრი (ავსტრია), ნიკოლაი გოლოვანოვი (რუსეთი) და სხვ. ორკესტრი წარმოადგენს 1967 წელს ჩატარებული საკავშირო კონკურსის ლაურეატს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი აზერ. Azərbaycan Dövlət Simfonik Orkestri | |
---|---|
უზიერ გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის გამოსვლა 2009 წლის 25 მარტს ბაქოში გამართული საერთაშორისო ფესტივალის «მუღამის სამყაროს» ფარგლებში. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
აქტიური | 1920 - დღემდე |
სიმფონიური ორკესტრის რეპერტუარში შესულია აზერბაიჯანელი და საზღვარგარეთელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. უზეირ გაჯიბეკოვის სახელს ორკესტრი 1944 წლიდან ატარებს. ხოლო 1960 წელს ის გახდა რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივი. დიდი წარმატებით მიმდინარეობდა ორკესტრის გასტროლები აშშ-ში, ევრობაში (გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი), აზიაში]] (ეგვიპტე, თურქეთი) და სხვა უცხოურ ქვეყნებში.
ორკესტრის დირიჟორები
რედაქტირება- 1938 წლიდან 46 წლის განმავლობაში ორკესტრის ხელძღვანელი იყო სსრკ სახალხო არტისტი (1959), სოციალისტური შრომის გმირი (1982), თვალსაჩინო დირიჟორი ნიაზი (ნიაზი ზულფუგარ ოღლი ტაგი-ზადე გაჯიბეკოვი).[1]
- უზიერ გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1984-1991 წლებში და 1998 წლიდან დღემდე არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, «ღირსების» ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი რაუფ აბდულაევი.
- უზიერ გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1991-1998 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, «ღირსების» ორდენის კავალერი, პროფესორი იალჩინ ადიგეზალოვი.[2]
- დირიჟორი — ფახრადინ კერიმოვი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი.[3]
- დირიჟორი — ფუად იბრაგიმოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sputnik. (20.08.2015) Ровно 103 года назад родился маэстро Ниязи ru. Sputniknews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-22. ციტირების თარიღი: 2020-07-19.
- ↑ Одесский театр оперы и балета. (06.11.2011) Ялчин Адигезалов ru. Одесский государственный академический театр оперы и балета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-19. ციტირების თარიღი: 2020-07-19.
- ↑ Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı. President.az. ციტირების თარიღი: 2019-11-25.
- ↑ Sputnik. (10.09.2018) Одним из победителей конкурса дирижеров впервые стал азербайджанец ru. Sputniknews. ციტირების თარიღი: 2020-07-19.