აზერბაიჯანის პირადობის მოწმობა
აზერბაიჯანის მოქალაქის პირადობის მოწმობა ( აზერ. Аzərbaycan Respubli̇kası Vətəndaşının Şəxsi̇yyət Vəsi̇qəsi̇) — დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პიროვნებისა და მფლობელის ძირითად საანკეტო მონაცემებს, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მოქალაქეა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობის შესახებ კანონი მიღებულია 1994 წლის 14 ივნისს ექსპ-პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მიერ[1].
აღწერა
რედაქტირება2012 წლის 7 თებერვლის საპრეზიდენტო დადგენილებით დამტკიცებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობის აღწერა.
პირადობის მოწმობის ზომებია 85.6 მმ x 54 მმ. ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია აზერბაიჯანის სახელმწიფო ემბლემა. წინა მარცხენა მხარეს არის ფოტოს ადგილი, რომლის ზომაა 26 მმ x 35 მმ.
პირადობის მოწმობის გაცემა
რედაქტირებაპირადობის მოწმობა გაიცემა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეზე მისი განცხადების, დაბადების მოწმობის, ფოტოსურათის, სახელმწიფო საფასურის გადახდის საფუძველზე.
მოქალაქემ უნდა მიიღოს ახალი პირადობის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:
- 16, 25, 35, 50 წლამდე მიღწევისას;
- გვარის, სახელის, მამის სახელის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, სამხედრო გაწვევის შეცვლის შემთხვევაში;
- დოკუმენტის დაკარგვისას ან დოკუმენტის გამოუსადეგრობისას;
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის დაღუპვის დროს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა სამოქალაქო რეესტრის ოფისს[2].
შინაარსი
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა შეიძლება იყოს 2 ტიპის:
- მოქალაქისთვის გაცემული მოწმობა 16 წლამდე;
- მოქალაქისთვის გაცემული მოწმობა 16 წლის ასაკის შემდეგ[1].
პირადობის მოწმობა, რომელიც გაიცემა აზერბაიჯანის მოქალაქეებზე უნდა შეიცავლდე შემდეგ ინფორმაცას:
- პ/მ სერია და ნომერი;
- გვარი, სახელი, მამის სახელი;
- დაბადების თარიღი და ადგილი;
- ფოტოსურათი;
- ინფორმაცია ეროვნების შესახებ;
- ოჯახური მდგომარეობა;
- სამხედრო მოვალეობა;
- სქესი;
- სისხლის ჯგუფი;
- საცხოვრებელი ადგილი;
- სიმაღლე;
- თვალის ფერი;
- ხელმოწერა;
- იმ ორგანოს სახელწოდება, რომელმაც გასცა დაკუმენტი;
- პ/მ გაცემის თარიღი[3].
საფასური
რედაქტირება- 16 წლამდე პირთათვის გაიცემა უფასოდ
- იძულებულით გადაადგილებულ პირთათვისა და ლტოლვილთათვის გაიცემა უფასოდ
- უფასოდ გაიცემა თუ დაიკარგა ან გამოუსადეგარია მფლობელისგან დამოუკიდებლად
16 წელს მიღწეულ პირთათვის:
- 5 მანათი - 10 დღის განმავლობაში
- 25 მანათი - 3 სამუშაო დღის განმავლობაში
- 35 მანათი - 1 სამუშაო დღის განმავლობაში
თუ დაიკარგა ან გამოუსადეგარია მფლობელისგან დამოკიდებულად;
- 15 მანათი - 10 დღის განმავლობაში
- 35 მანათი - 3 სამუშაო დღის განმავლობაში
- 45 მანათი -1 სამუშაო დღის განმავლობაში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Закон Азербайджанской Республики об удостоверении личности гражданина Азербайджанской Республики - mia.gov.az
- ↑ ОПИСАНИЕ удостоверения личности гражданина Азербайджанской Республики - president.az
- ↑ “Azərbaycan Respublikası vətəndaşının şəxsiyyət vəsiqəsi haqqında” Azərbaycan Respublikası Qanununun tətbiqi barədə Əsasnamə - president.az