მართვის მოწმობა აზერბაიჯანში

მართვის მოწმობა აზერბაიჯანშიაზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც მიაღწიეს აუცილებელ მინიმალურ ასაკს, ჯანმრთელობის თვალსაზრისით პრობლემები არ გააჩნიათ, რომლებმაც იციან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგზაო წესები. სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების შეზღუდვა ხდება შემდეგი მიზეზების გამო: მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, დაავადებების ან ფიზიკური დეფექტის დადგენის შემთხვევაში[1].

შინაარსი

რედაქტირება

თითოეული მძღოლის მართვის მოწმობაში, მიუხედავად ტიპისა, ხდება შემდეგი ინფორმაციის მითითება:

  • გვარი, სახელი, მამის სახელი;
  • დაბადების თარიღი და ადგილი;
  • საცხოვრებელი ადგილი;
  • დოკუმენტის გაცემის ორგანოს სახელი;
  • დოკუმენტის ნომერი;
  • დოკუმენტის გაცემის თარიღი და ადგილი;
  • დოკუმენტის ვადის გასვლის თარიღი;
  • ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი გამცემი ორგანოსგან;
  • სისხლის ჯგუფი;
  • მესაკუთრის ხელმოწერა;
  • სატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომელზეც ვრცელდება მართვის მოწმობის მოქმედება.

მინიმალური ასაკი

რედაქტირება

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სატრანსპორტო საშუალებების მართვა უზრუნველყოფილია ავტომობილის ტიპის მიხედვით:

  • ველოსიპედი - 14 წლიდან;
  • მოპედი და მოტოციკლი  - 16 წლიდან;
  • ავტომობილი, არაუმეტეს 8 ადგილისა - 18 წლიდან;
  • ავტოობილი, 8 ადგილიანზე მეტი (სამხედროთათვის) – 19 წლიდან;
  • ტრამვაი - 20 წლიდან;
  • ტროლეიბუსი - 21 წლიდან;
  • ავტომობილი, 8 ადგილიანზე მეტი - 21 წლიდან[2].

მართვის მოწმობის სახეობები

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მართვის მოწმობის განსხვავება დამოკიდებულია მექანიკური სატრანნსპორტო საშუალების  ტიპის მიხედვით:

  • მოტოციკლების, მანქანების, ტრამვისა და ტროლეიბუსების მართვისათვის;
  • ტრაქტორებისა და სხვა მექანიკური საშუალების მართვისთვის.

სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები

რედაქტირება
  • A — მოტოციკლის მართვა
  • B — იმ ავტომობილების მართვა, რომლის მაქსიმალური მასა 3500 კგ, დასაჯდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა, არაუმეტეს 8 ადგილისა;
  • C — იმ ავტომობილების მართვა, რომელთა მაქსიმალური მასა 3500 კგ;
  • D — მგზავრთა მოძრაობისთვის განკუთვნილი ავტომობილების მართვა, რომელთა დასაჯდომი ადგილი, მძოლის გარდა, არ აღმატება 8-ს
  • E — იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მისაბმელი მიეკუთვნება „B“, „C“ ან „D“ კატეგორიებს, მაგრამ შემადგენლობა არასრულად შედის ამ კატეგორიაში ან ერთში მაინც;
  • „ტრამვაი“— ტრამვაის მართვა;
  • „ტროლეიბუსი“— ტროლეიბუსის მართვა.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადა

რედაქტირება
  • 60 წლამდე ასაკის პირებისათვის - 10 წელი;
  • 60 წლის და მეტი ასაკის პირებისათვის - 70 წლამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში;
  • 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 2 წელი;
  • იმ პირებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის შეზღუდვის მდგომარეობა - წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის ფარგლებში განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.

მართვის მოწმობების გაცემა

რედაქტირება

კანონის შესაბამისად, მართვის მოწმობის მისაღებად მსურველმა უნდა გაიარონ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მომზადება; ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდები და შეიტანონ  სახელმწიფო საფასური კანონით დადგენილი წესით.

მართვის მოწმობის შეცვლა

რედაქტირება

არსებული მართვის მოწმობის შეცვლა ხორციელდება მოქმედების ვადის ამოწურვის, მფლობელის გვარის, სახელის ან მამის სახელის შეცვლის შემთხვევაში, მოწმობის შეუსაბამო მდგომარეობისა  და მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება