აზერბაიჯანის მოქალაქეობა

კანონი აზერბაიჯანის მოქალაქეობის შესახებ — კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ვინ არის აზერბაიჯანის მოქალაქე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ემბლემა

მიმდინარე კანონი რედაქტირება

ამჟამინდელი კანონი რეგულირდება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და რაც მთავარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონით აზერბაიჯანის მოქალაქეობის შესახებ, რომელიც მიღებულია 1998 წლის 30 სექტემბერს[1]. კონსტიტუცია განსაზღვრავს მოქალაქეობას შემდეგნაირად: „პირი, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გააჩნია პოლიტიკური და სასამართლო ურთიერთობები, ასევე საერთო უფლებები და ვალდებულებები, არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე“[2]. იგი ეფუძნება პირველ რიგში Jus sanguinis პრინციპს[3]. იგი მოიცავს მოქალაქეობის უფლებას სომხეთიდან ლტოლვილი აზერბაიჯანელებისთვის და ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც  ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ორმაგი მოქალაქეობა არ არის აღიარებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ[3].

კანონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ რედაქტირება

კანონი მიღებულ იქნა 1998 წლის 30 სექტემბერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) მიერ. 2018 წლის მარტის ბოლოს, კანონში შევიდა ცვლილებები 21-ჯერ. კანონი შედგება 5 ნაწილისაგან და 26 სტატიისგან. პირველი ნაწილი ეხება ზოგად დებულებებს. მეორე ნაწილში შედის სტატია აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ. მესამე ნაწილი აწესებს აზერბაიჯანის მოქალაქეობის შეწყვეტის პირობებს. მეოთხე განყოფილებაში რეგულირდება ბავშვების მოქალაქეობა იმ შემთხვევაში თუ მათი მშობლები იცვლიან მოქალაქეობასა და შვილად აყვანის შესახებ. ბოლო სექციაში შედის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით. კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების კონფლიქტის შემთხვევაში, რომლის მონაწილეც არის აზერბაიჯანი, საერთაშორისო შეთანხმებები ჭარბობს[4].

მოქალაქეობა დაბადების მიხედვით რედაქტირება

აზერბაიჯანი არის jus sanguinis სახელმწიფო და არა სახელმწიფო jus soli, რაც ნიშნავს, რომ ის მოქალაქეობას ითხოვს სისხლის მიხედვით და არა დაბადების ადგილის მიხედვით[3]. თუმცა, აზერბაიჯანის მოქალაქეობა ასევე განსაზღვრავს მოქალაქეობას და არა მხოლოდ წარმოშობის მიხედვით. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხოელი პირის და მოქალაქეობის არმქონე პირის დაბადება ავტომატურად არ ანიჭებს მას მოქალაქეობას[3].

აზერბაიჯანის მოქალაქეობის კანონი ითვალისწინებს დებულებებს, რომლითაც ადამიანი ავტომატურად შეიძლება გახდეს აზერბაიჯანის მოქალაქე დაბადებისას:

  • თუ ერთი მშობელი მაინც აზერბაიჯანის მოქალაქეა[3].
  • თუ ადამიანი დაიბადა უცხოეთში და მამამისი არის აზერბაიჯანელი და დედა უცხოელი, და თუ დედა არ არის წინააღმდეგი[3].
  • თუ ადამიანი დაიბადა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ორივე მშობელი უცნობია[3].

ორმაგი მოქალაქეობა რედაქტირება

აზერბაიჯანში დაუშვებელია ორმაგი მოქალაქეობის ქონა და ნებისმიერი, ვინც ნებაყოფლობით იღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს აზერბაიჯანის მოქალაქეობას[3]. აზერბაიჯანელი მიგრანტები, რომელთაც სურთ უარი განაცხადონ საკუთარ მოქალაქეობაზე, რათა მიიღონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა (მაგალითად, გერმანია, რომელიც ითხოვს წინა მოქალაქეობის დენონსაციას) უნდა წარმოადგინონ განცხადება დენონსაციის შესახებ. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე.

ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეუძლია მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის პირებს და ეს პირი არ დაკარგავს აზერბაიჯანის მოქალაქეობას, ამასთანავე შეინარჩუნებს მის მიერ მიღებულ მოქალაქეობას ან დაკარგავს თავის ორიგინალურ უცხოეურ მოქალაქეობას აზერბაიჯანის მოქალაქეობის მინიჭებისას[3].

მოქალაქეობის დაკარგვა რედაქტირება

კონსტიტუცია კრძალავს აზერბაიჯანის მოქალაქეობის ჩამორთმევას ნებისმიერ გარემოებებში[2]. თუმცა, ნებაყოფლობითი უარი აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე კანონით არის ნებადართული. ანალოგიურად, აზერბაიჯანის მოქალაქეობის აღდგენა კანონით არის დაშვებული, თუ პირი უარს იტყვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.

სავიზო მოთხოვნები რედაქტირება

 
სავიზო მოთხოვნები აზერბაიჯანის მოქალაქეებისათვის

მთავარი სტატია: სავიზო მოთხოვნები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის

2017 წელს, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჰქონდათ უვიზო რეჟიმი ან ვიზა 62 ქვეყანაში. აზერბაიჯანი 74-ე ადგილზეა სავიზო შეზღუდვების ინდექსის მიხედვით[5].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Law of 1998 on Citizenship of the Azerbaijan Republic
  2. 2.0 2.1 THE CONSTITUTION OF THE AZERBAIJAN REPUBLIC დაარქივებული 2017-09-08 საიტზე Wayback Machine. - PDF
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 AZERBAIJAN - multiplecitizenship.com
  4. THE LAW OF THE AZERBAIJAN REPUBLIC
  5. The Henley & Partners Visa Restrictions Index 2017.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-08. ციტირების თარიღი: 2018-04-12.