აზერბაიჯანის დიასპორის მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი
აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი (აზერ. Azərbaycan Respublikası Diasporla İş üzrə Dövlət Komitəsi) — პასუხისმგებელია საზღვარგარეთ აზერბაიჯანულ დიასპორასთან კონტაქტების დამყარებასა და შენარჩუნებაზე და მთელ მსოფლიოში აზერბაიჯანელებს მხარს უჭერს ეროვნული ერთიანობის მიღწევის მცდელობებში. კომიტეტს ხელმძღვანელობს ფუად მურადოვი.
აზერბაიჯანის დიასპორის მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი აზერ. Azərbaycan Respublikası Diasporla İş üzrə Dövlət Komitəsi | |
უწყების შესახებ | |
---|---|
იურისდიქცია | აზერბაიჯანი |
უწყების ხელმძღვანელი | ფუად მურადოვი |
საიტი | |
diaspor.gov.az |
ისტორია
რედაქტირება1991 წელს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანელების სხვა ქვეყნებში მხარდაჭერა აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების დაცვაში პრიორიტეტად იქცა აზერბაიჯანის მთავრობისთვის. იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მათი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, შექმნას აზერბაიჯანული ორგანიზაციების ქსელი მთელს მსოფლიოში, ეროვნული სოლიდარობის უზრუნველსაყოფად, 2001 წლის 23 მაისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას მსოფლიო აზერბაიჯანელთა პირველი კონგრესის ჩატარების შესახებ. ამრიგად, ამავე წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა მსოფლიო აზერბაიჯანელთა პირველი კონგრესი. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს დიასპორის ოთხასმა წარმომადგენელმა, 36 ქვეყნის 200-ზე მეტმა ორგანიზაციამ. კონგრესზე, სიტყვით გამოსვლისას, ჰეიდარ ალიევმა აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ერთიანი ინსტიტუტი, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებულ საკითხებს წარმართავს.
2002 წლის 5 ივლისს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს ქმნის.
2002 წლის 27 დეკემბერს ხელი მოეწერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონს "საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ", აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების გარშემო ერთიანობის უზრუნველსაყოფად.
2008 წლის 19 ნოემბერს ჩამოყალიბდა ახალი ორგანო აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი[1][2].
სტრუქტურა
რედაქტირებაკომისიას ხელმძღვანელობენ თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტი თანამშრომლობს სხვა ცენტრალურ და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მუნიციპალიტეტებთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიებთან სხვა ქვეყნებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან. კომიტეტი უზრუნველყოფს ორგანიზებულ, ინფორმაციულ დახმარებას მასალების სახით (წიგნები, პუბლიკაციები, ფილმები) და კულტურული დახმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და მათ მიერ შექმნილ დიასპორულ ორგანიზაციებს. კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, რომ შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობა, შეისწავლონ მშობლიური ენა, შექმნან ხელსაყრელი პირობები საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებისთვის, შექმნან და განავითარონ მჭიდრო კავშირები აზერბაიჯანში სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ეთნიკური აზერბაიჯანელების მოზიდვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში; წვლილი შეიტანოს ეროვნული იდეისა და ეროვნულ-კულტურული ფასეულობების შენარჩუნებაში, უზრუნველყოს აზერბაიჯანელების მსოფლიო სოლიდარობა მთელს მსოფლიოში; ინვესტიციების მოზიდვა აზერბაიჯანში; აზერბაიჯანული ერისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება.
2009 წლის 14 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით, შედგენილია ”დიასპორისთვის მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის წესდება”, რომელშიც ნათლად არის მითითებული კომიტეტის მიზნები და მოვალეობები.
კომიტეტის მოვალეობები
რედაქტირება- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელების დახმარება, მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება მეგობრული დიასპორების დახმარებით;
- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელების, აგრეთვე სხვა მეგობრული დიასპორების ინფორმირება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ინოვაციების და განვითარების შესახებ;
- სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დიასპორასთან;
- მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა;
- ეროვნული და სულიერი ღირებულებების გავრცელება აზერბაიჯანის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შორის;
- უცხოეთში მცხოვრები აზერბაიჯანელების კულტურული ცენტრების, კულტურული და საგანმანათლებლო ორგანიზაციების და სხვა შემოქმედებითი ცენტრებისა და ორგანიზაციების დახმარების გაწევა;
- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის დახმარების გაწევა სამშობლოსთან ურთიერთობის დამყარებაში;
- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელების დახმარება მათი ეროვნული და სამოქალაქო უფლებების უზრუნველსაყოფად;
- დიპლომატიასთან მუშაობისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად;
- მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება მათი საქმიანობის შესახებ;
- ტრენინგის ჩატარება დიასპორის საქმიანობის ორგანიზებაში;
- კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა;
- უცხო ქვეყნებში აზერბაიჯანული დიასპორის ფორმირებაში დახმარების გაწევა;
- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელების ეროვნული და სამოქალაქო უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელების, მათი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დიასპორის მეგობრული სტრუქტურების დახმარება, ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
- კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება საქმიანობის შესაბამისად[3].
კომიტეტის უფლებები
რედაქტირება- დიასპორასთან მუშაობის სფეროში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და მონაწილეობა;
- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- ინფორმაციული და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება, საიტების განვითარება და მათი გამოყენება საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან, მათ მიერ დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციებისა და სხვა მეგობრული დიასპორების გამოყენებით;
- საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის კომისიების, საკოორდინაციო და საექსპერტო საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შექმნა;
- კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებების განხორციელება.
საქმიანობა
რედაქტირება2010 წლის თებერვალში, თურქეთის რესპუბლიკის კვიპროსის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტმა და დიასპორასთან მუშაობის კომიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობას განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში, რომლის საფუძველზეც საქართველოდან 20 აზერბაიჯანელი მიიღეს უფასო განათლების მიღების უფლება კვიპროსის შუა აღმოსავლეთის უნივერსიტეტში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლება ტარდება ინგლისურ ენაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი და სასტუმროს მენეჯმენტი, ევროკავშირთან ურთიერთობა, ფინანსები და ბანკი, ეკონომიკა, მენეჯმენტი და მარკეტინგი, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო მენეჯმენტი, რადიო, ტელევიზია და კინო და ა.შ. ღია ინტერვიუს შემდეგ, 18 აზერბაიჯანელმა მიიღო უფასო განათლების უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სტუდენტების უმეტესობა დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან იყო, დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო ვალდებულება თითოეული სტიპენდიის გადახდა 300 $.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- diaspora.gov.az - ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Yaradılma tarixi və məqsədi
- ↑ Государственный Комитет по делам Диаспоры
- ↑ История ГНКАР. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-09. ციტირების თარიღი: 2019-09-23.
- ↑ Азербайджанцы Грузии будут учиться в ближневосточном университете Кипра. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-10. ციტირების თარიღი: 2019-09-23.