აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნება

აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნება − აერთიანებს აშუღთა პოეზიას, ზეპირსიტყვიერებას, ცეკვასა და ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკას ტრადიციულ ხელოვნებასთან. აზერბაიჯანის აშუღების ხელოვნება აზერბაიჯანული კულტურის ერთ-ერთი მახასიათებელია, მიიჩნევა ეროვნული იდენტობის ემბლემად და აზერბაიჯანული ენის, ლიტერატურისა და აზერბაიჯანული მუსიკის დაცვის საშუალებად. კომუზთან აკომპანემენტის თანხლებით, აზერბაიჯანელი აშუღების კლასიკური რეპერტუარი 200 სიმღერას, 150 ზეპირსიტყვიერ ნიმუშს (ცნობილი, როგორც დასტანი), 2000-მდე პოემასა და უამრავ მოთხრობას მოიცავს. 2009 წლიდან აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნება გაერთიანებული ერების განათლების, კულტურისა და მეცნიერების ორგანიზაციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

აზერბაიჯანელი აშუღები ნოვრუზის დღესასწაულზე

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
აზერბაიჯანელი აშუღი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

აშუღი მიჯნურს, შეყვარებულს ნიშნავს და არაბული და სპარსული ენებიდან მომდინარეობს. ზოგიერთი ენციკლოპედიის განმარტებით, აშუღი კავკასიისა და მისი მეზობელი რეგიონების სახალხო მომღერალ-პოეტს აღნიშნავს. გარდა საკუთარი სიმღერებისა, აშუღთა რეპერტუარი ეპიკურ თქმულებებსა და სახალხო სიმღერებს მოიცავს.[1]

ადრეული წლები

რედაქტირება

აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნების პირველი ნიმუშების პოვნა VII საუკუნის ნაშრომში - დედე გორგუდის წიგნი - შეიძლება, რომელიც ოღუზების ყველაზე ცნობილ ეპიკურ პოემებს შეიცავს.[2][3] XVI საუკუნიდან აზერბაიჯანელი აშუღები მშობლიურ ენას, ეროვნულ იდენტობასა და მუსიკას იცავენ ქორწილებში, დღესასწაულებსა და სახალხო ფესტივალებში მონაწილეობით.[4] XX საუკუნიდან საკონცერტო, რადიო და სატელევიზიო სცენაზე აშუღთა გამოსვლები ჩვეულებრივი გახდა.

საბჭოთა პერიოდი (1930-1991)

რედაქტირება

1930-იანი წლებიდან აზერბაიჯანელი აშუღების ხელოვნება, ისევე, როგორც სსრ კავშირის ყველა ერის ხალხური მუსიკა და კულტურა, სახელმწიფო მთავრობის უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მოექცა.[5][6] საბჭოთა კავშირში ხელოვნების დაფასების გამო, კულტურული რევოლუციის დროს აშუღთა ხელოვნება აზერბაიჯანის მუღამის ხელოვენბასთან ერთანდ განვითარდა, თუმცა მეიხანა რიგ შეზღუდვებს გადააწყდა. 1938 წელს აზერბაიჯანელ აშუღთა პირველი კონგრესი გაიმართა, რის შემდეგაც აშუღთა პოეზიის ფართო კოლექცია გამოქვეყნდა. ნაშრომები სკოლის სახელმძღანელოებშიც შეიტანეს, ხოლო აზერბაიჯანელი აშუღების ძეგლები არა მხოლოდ აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც დადგეს.

თანამედროვე ეპოქა და საერთაშორისო მიმღებლობა (1991-დღემდე)

რედაქტირება
 
აშუღი ალასგარი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აშუღი

თანამედროვე აზერბაიჯანში აშუღები ორ კატეგორიად იყოფიან: აშუღი-პოეტები და აშუღი-შემსრულებლები. აშუღი-შემსრულებლები, თუნდაც პროფესიონალი მთხრობელები იყვნენ, პოეზიაში არ არიან ჩართულნი. მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გამო და ფოლკლორის გაგების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, აშუღი-შემსრულებლები ეპიკური პოემებისა და ლეგენდების პროზაულ სახესხვაობებს ქმნიან.[7]

აშუღი-პოეტები ზეპირსიტყვიერებასთან ერთად პოეზიაშიც არიან ჩართულნი. აზერბაიჯანში აშუღებს ხშირად Ustad-ს უწოდებენ, რაც სპარსულად ოსტატს ნიშნავს. აშუღ-პოეტებს თავიანთი სკოლები აქვთ, სადაც სტუდენტებს აშუღთა შემოქმედების საბაზისო პრინციპებს ასწავლიან. ცნობილმა აშუღმა-პოეტებმა არა მხოლდო აშუღთა ხელოვანებზე, არამედ აზერბაიჯანული ლიტერატურაზეც მოახდინეს გავლენა.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანელი აშუღები მსოფლიო მასშტაბით აზერბაიჯანის კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.

  1. АШУГ. ubrus.org. ციტირების თარიღი: 2 January 2011.
  2. Anar. Mother-of-All-Books. Azerbaijan International Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2010. ციტირების თარიღი: 2 January 2011.
  3. Peart, Ian. Nemet Qasimli – A Bard in Baku. ციტირების თარიღი: 2 January 2011.
  4. The Art of Azerbaijani Ashiq. tourism-review.com. ციტირების თარიღი: 2 January 2011.
  5. Hamı əlinə saz götürüb çıxıb meydana.... დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 2 January 2011.
  6. SOVET AZƏRBAYCANININ ÇİÇƏKLƏNƏN İNCƏSƏNƏTİ. ციტირების თარიღი: 2 January 2011.
  7. MUSİQİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 2 January 2011.