აზელუსი (ლათ. Asellus aquaticus) — ფეხსახსრიანი ცხოველი ტოლფეხიანების რიგისა. სხეულის სიგრძე — 12-20 მმ. გვხვდება ევროპასა (გარდა პირენეს ნახევარკუნძულისა) და კავკასიაში. ბინადრობს მდგარსა და მდოვრე წყალსატევებში. აქვს ექვსი წყვილი ფეხი. სუნთქავს ნაზი ფირფიტისებრი ლაყუჩებით. იკვებება წყალსატევის ფსკერზე ჩაცვენილი ფოთლების რბილობით, დაღუპული მცენარეებისა და ცხოველების ნაშთით (დეტრიტით). ახალ თაობას დედალი ატარებს საჩეკი ჩანთით, რომელიც მკერდის ფეხების ფუძეებთან აქვს. აზელუსი თევზის საკვებია.

აზელუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ტოლფეხიანები
სახეობა:  აზელუსი
ლათინური სახელი
Asellus aquaticus

ლიტერატურა

რედაქტირება