აზაზის ბრძოლა — ბრძოლა ჯვაროსნებსა და სელჩუკებს შორის. გაიმართა 1125 წლის 11 ივნისს, თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ აზაზის მახლობლად. ბრძოლაში წარმატებებს მიაღწიეს ჯვაროსნებმა. გამარჯვების შედეგად მათ რეგიონში თავიანთი გავლენა დროებით აღადგინეს, რომელიც მათ დაკარგეს 1119 წლის სარმადის ბრძოლის (ბრძოლა სისხლის მინდორზე) დროს. 1128 წელს ალეპოსა და მოსულის ძალები გაერთიანდნენ იმად ალ-დინ ზანჯის მმართველობის ქვეშ და ჯვაროსნებმაც ჩრდილოეთ სირიაში თავიანთი გავლენა დაკარგეს.
- Smail, R. C. (1995), Crusading Warfare 1097-1193, New York: Barnes & Noble Books, ISBN 1-56619-769-4