ავსტრალიის უდაბნოები
უდაბნოებს ავსტრალიის კონტინენტზე მნიშვნელოვანი ფართობი უკავია. უდაბნოების ტერიტორია ძირითადად დასავლეთ და ჩრდილოეთ ავსტრალიაშია. ავსტრალიის ტერიტორიაზე მრავალი პატარა და დიდი უდაბნოა, მათი ფართობი შეადგენს 1371000 კმ²-ს, რაც მთლიანი კონტინენტისy 18%.[1]
უდაბნოები
რედაქტირებაუდაბნო | შტატი/ტერიტორია | ფართობი | პროცენტული რაოდენობა ავსტრალიაში |
---|---|---|---|
ვიქტორიის დიდი უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია, სამხრეთი ავსტრალია | 348 750კმ² | 4% |
დიდი ქვიშიანი უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია | 267 250 კმ² | 3.5% |
ტანამის უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია, ჩრდილოეთი ტერიტორია | 184 500 კმ² | 2.4% |
სიმფსონის უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია, კუინზლენდი, ჩრდილოეთი ტერიტორია | 176 500 კმ² | 2.3% |
გიბსონის უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია | 156 000 კმ² | 2.0% |
პატარა ქვიშიანი უდაბნო | დასავლეთი ავსტრალია | 111 500 კმ² | 1.5% |
სტრელეცკის უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია, კუინზლენდი, ახალი სამხრეთი უელსი | 80 250 კმ² | 1.0% |
სტიორტის ქვიანი უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია, კუინზლენდი, ახალი სამხრეთი უელსი | 29 750 კმ² | 0.3% |
ტირარის უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია | 15 250 კმ² | 0.2% |
პედირკას უდაბნო | სამხრეთი ავსტრალია | 1 250 კმ² | 0.1% |
ვიქტორიის დიდი უდაბნო
რედაქტირებავიქტორიის დიდი უდაბნო მდებარეობს დასავლეთ და სამხრეთ ავსტრალიაში. იგი გადაშლილია 700 კილომეტრზე და მისი ფართობი შეადგენს 424 ათ. კმ2.
გიბსონის უდაბნო
რედაქტირებაგიბსონის უდაბნო მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიაში. უდაბნოს ფართობი არის 156 000 კმ². სწორედ ეს ტერიტორიები აქვთ საცხოვრებლად ავსტრალიელ აბორიგენებს.
სიმფსონის უდაბნო
რედაქტირებაუდაბნოს ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, სიმფსონის უდაბნოს გარკვეული ნაწილი აგრეთვე ვრცელდება კუინზლენდის და სამხრეთი ავსტრალიის ტერიტორიებზეც. უდაბნოს ფართობი შეადგენს 176 500 კმ²-ს.
ავსტრალიის სხვა უდაბნოები
რედაქტირებაუდაბნოების ჯგუფი
რედაქტირება- დასავლეთის უდაბნოები – ჯგუფში შედის გიბსონის, დიდი ქვიშიანი და პატარა ქვიშიანი უდაბნო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Geosciences Australia Major Desert Table. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-01. ციტირების თარიღი: 2009-12-20.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Encarta( დაარქივებული 2009-10-30 საიტზე Wayback Machine. 2009-10-31)
- მსოფლიოს წიგნი დაარქივებული 2009-04-22 საიტზე Wayback Machine.
- ნაციონალური გეოგრაფია