გიბსონის უდაბნო
გიბსონის უდაბნო (ინგლ. Gibson Desert) — უდაბნო დასავლეთ ავსტრალიაში. მდებარეობს დასავლეთი ავსტრალიის შტატში. ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მას მეხუთე ადგილი უკავია და შეადგენს 156 000 კმ², რაც მთელი კონტინენტის 2.0%-ია. უდაბნოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი პლატოა. მის ტერიტორიაზე მდებარეობს დისაპოინტმენტისა და მაკდონალის ტბები.
აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 200-250 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით უდაბნოში საშუალო ტემპერატურა შეადგენს 40 °C ხოლო ზამთრობით 18 °C.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიბსონის უდაბნო 1997 დაარქივებული 2017-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Across Australia Motorbike Tour დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine.