სიმფსონის უდაბნო
სიმფსონის უდაბნო (ინგლ. Simpson Desert) — უდაბნო ცენტრალურ ავსტრალიაში. მდებარეობს სამ შტატში: ჩრდილოეთი ტერიტორიაში, კუინზლენდსა და სამხრეთი ავსტრალიაში.
ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მას მეოთხე ადგილი უკავია და შეადგენს 176 500 კმ², რაც მთელი კონტინენტის 2.3%-ია. უდაბნოს ყველაზე დიდი მთათა სისტემაა მაკ-დონელის მთები, სწორედ აქ მდებარეობს ავსტრალიის ყველაზე დიდი ტბა ეირი. სიმფსონის უდაბნოში მცხოვრებთათვის მეტად დიდ როლს თამაშობს მდინარე დაიმანტინა.
აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 130 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით უდაბნოში საშუალო ტემპერატურა შეადგენს 28-30 °С ხოლო ზამთრობით 12-15 °С.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Into the Simpson Desert: audio blog დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. at the National Museum of Australia
- Aerial Video footage of the Simpson Desert
- Rainer's Outback Guide
- Diamantina Outback information დაარქივებული 2009-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Across Australia Motorbike Tour დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine.
- The Bibliography of Aeolian Research დაარქივებული 2017-06-07 საიტზე Wayback Machine.